x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ჭამის შემდეგ აღარასოდეს მოიქცეთ ასე...
ყველა ჩვენთაგანს გვაქვს დამახასიათებელი რაღაც ჩვევები, თუმცა არ შეიძლება თავს მივცეთ უფლება მავნე ჩვევებმა ავნოს ჩვენს ჯანმრთელობას, ამიტომ არ ცოდნის შემთხვევაში ხშირად ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, რითიც გაუცნობიერებლად საფრთხის წინაშე ვაყენებთ ჩსაკუთარ სიცოცხლეს. მაგალითად, ყველამ კარგად ვიცით, რომ ზოგიერთი პროდუქტი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა ჭამის შემდეგ ბევრი მავნე ჩვევა შესაძლოა ამ საკვებზე უარესი- უარყოფითი ზემოქმედების აღმოჩნდეს კუჭის მომნელებელი სისიტემისთვის, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომ, სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა ჭამის შემდეგ რა ჩვევები წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის სახიფათოს და დღევანდელ სტატიაში სწორედ მათზე მინდა გესაუბროდ.


რისი გაკეთება არ შეიძლება ჭამის შემდეგ?


1). ბევრ თქვენგანს სმენია, რომ ჭამის შემდეგ სუფთა ჰაერზე გასეირნება სასარგებლოა, რაც ასევე ხელს უწყობს კალორიების სწრაფ წვას, თუმცა კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მჟავიანობის რეფლექსებს წარმოექმნება პრობლემა. ამიტომ ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ჭამიდან მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ გავიდეთ ჰაერზე.

image




2). ასევე მართებულად მიაჩნია ბევრ თქვენგანს, რაც კვების ეტიკეტის ერთ-ერთი ეტალონია- ხილი დესერტად ჭამის შემდეგ, თუმცა ესეც მცდარია. კვლევებმა აქაც ცხადყო, რომ საკვებთან ერთად ხილი შედის კონტაქტში, სწრაფად აქცევს მჟავად და საჭმლის ნორმალური მონელების სისტემა ირღვევა. ამიტომ უმჯობესია ხილი მიირთვათ სადილამდე ერთი საათით ადრე, ან სადილიდან 2 საათის შემდეგ.

image



3). ბევრ თქვენგანს ისიც სმენია და ალბათ ასრულებთ კიდეც, რომ ჭამის შემდეგ ჩაი წმენდს (და რეცხავს საკვებისგან) ნაწლავებს, ნურას უკაცრავად, აქაც ცდებით. ჩაიც თავისებურად შეიცავს მჟავას, რომელიც მიღებული საკვებიდან შთანთქავს რკინას და ბუნებრივია ჩვენი ორგანმიზმის მიერ აღარ ხდება რკინის და სასარგებლო ფერმენტების შეწოვა. სწორედ ამის გამო, სრულყოფილი დრო ჩაისთვის არის კვებიდან ერთი საათის შემდეგ.

image



4). უმეტესობას აქვს ჩვევაში ჭამის შემდეგ ძილისკენ მიდრეკილება, რომელიც ასევე საზიანოა. წოლით პოზიციაში, მიღებული საკვებისთვის კუჭიდან გამოყოფილი მჟავა გადაედინება საყლაპავ მილში, რაც აფერხებს მონელების პროცესს და იწვევს გულძმარვას. ამ უარყოფითი ფაქტორების თავიდან ასაცილებლად კი, უმჯობესია დაიძინოთ ჭამიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ.

image



5). არასოდეს მიიღოთ ჭამის შემდეგ აბაზანა. შხაპის მიღების დროს, თბილი წყალი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოვებას, რის შედეგადაც სისხლი დიდი ნაკადით მიეწოდება კიდურებსა და მთელს ორგანიზმს. ამ პროცესით კი კუჭის არეში სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც ბუნებრივია ხელს უშლის სწორად მონელების უფლებას. ამიტომ რეკომენდირებულია აბაზანა ჭამიდან მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ.

image



6). თამბაქოს მოხმარება- მოწევა, რომ ზოგადად მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ეს ახალი სულაც არ არის, თუმცა მავნე ჩვევა- ჭამის შემდეგ მაშინვე მოწევა, უკიდურესად მოქმედებს თქვენს ნაწლავებზე, იწვევს რა სიმპტომებს ნაწლავების გაღიზიანებისა, ასევე ადუნებს ნაწლავების კუნთებს და ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს მონელების პროცესში.

image




P.S. ეცადეთ გააკონტორლოთ თავი, რათა ჭამის შემდეგ, ზემო ხსენებული 6 მავნე ჩვევიდან (თუ კი გახასიათებთ) გათავისუფლდეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას.


8
7925
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
7925
  
2016, 21 მარტი, 11:56
ნეტავ ტაბლეტი იყოს რამე საჭმლის მაგივრად,დღეში ერთი ცალი და ვსიო:-)ან თვეში ერთი ცალი:-)
2016, 4 თებერვალი, 18:26
გეთანხმებით, წყალი საოცრად აშიებს. ჩემი ანატომიის დოცენტი იტყოდა ხოლმე- ბანაობის მერე წყალი არ დალიოთ და არ ჭამოთ ცოტახანს მაინც, თორემ ეგრევე გერგებათ და გასუქდებითო :)
2016, 4 თებერვალი, 15:48
ჰო და რომ იცოდეთ ჭამა ბანაობის მერე უფრო გემრიელია
2016, 4 თებერვალი, 15:48
კაი სიახლეა, ხილზე რაც ეწერა და ჩაიზე მომეწონა
2016, 4 თებერვალი, 14:44
ზოგს ვიცავ ზოგს ვერა :) განსაკუთრებით ჩაი ჭამის მერე :)
2016, 4 თებერვალი, 14:01
ჩემსავით ყოფილხართ :)
2016, 4 თებერვალი, 13:58
ნამდვილად მისასალმებელია :) მეც, როგორც ჩანს ჯანსაღ წესს მივდევ თურმე :)
2016, 4 თებერვალი, 13:53
ანუ კაი წესი მქონია :) მითუმეტეს არც ვეწევი და ყავაც არაა ჩემი საქმე :)
0 1 8