სხვა ბოლო 120 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი წელს გველის 2016, 5 ნოემბერი, 9:23 გლობალური დათბობა დავამარცხეთ? ეს ზამთარი იქნება წარმოუდგენლად მკაცრი. არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ზამთრისთვის მზადება უკვე დაიწყეს სხვადასხვა ქვეყანებში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ადგილობრივი მეტეოროლოგები აცხადებენ რომ, ზამთარი იქნება „ძლიერი“, „თოვლიანი“ და „დასამახსოვრებელი“.
ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ამ ზამთარში დაიწყება „ახალი ერა“, ნაცვლად წინა ზომიერი ზამთრისა, როდესაც ახალი წელი გახლდათ წვიმიანი და უთოვლო. ცივი ზამთარი დაიწყება ნოემბრის დასაწყისში, მაგრამ განსაკუთრებით მკაცრი გახდება დეკემბერსა და იანვარში. ევროპელი ავტორიტეტული სინოპტიკოსი James Madden აცხადებს: „ნოემბერში ველოდებით, ძლიერ დასამახსოვრებელ დიდთოვლობას. ჩრდილოეთის ქარი მოიცავს მთელი ევროპის ტერიტორიას. აქედან გამომდინარე, ნოემბერი იქნება ბევრად უფრო ცივი, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა. არქტიკული ქარი შენარჩუნდება მთელი თვის განმავლობაში“. უკრაინის ჰიფრომეტეოროლოგიური ცენტრის თანამშრომლები ეთანხმებიან ევროპელი კოლეგების აზრს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ზამთარი იქნება ყველა ზამთრისგან განსხვავებული და ცივი, ადრეული და ხანგრძლივი. საზღვაო ჰიდროფიზიკური ინსტიტუტის წარმომადგენლის თქმით, მკაცრი ყინვები დაკავშირებულია წყნარ ოკეანეში, წელს მომხდარ ანომალიურ მოვლენებთან. „წყნარ ოკეანეში ტემპერატურა გაიზარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინასა და მიმდებარე ქვეყნებში ცივი ჰაერის მასები იბატონებს“. ზამთარი იქნება გაჭიანურებული და ტემპერატურა შემცირდება -25 -30 გრადუსამდე იანვარსა და თებერვალში. სახალსხო სინოპტიკოსი ლეონიდ გორბანი აცხადებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა ასეთი ზამთარი, როგორიც წელს გველის: „უკვე ნოემბრის პირველ ნახევარში შეინიშნება ყინვები, რომელიც სავარაუდოდ 27 მარტამდე გსატანს“. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახალი წლის დღეებში ყინვა -25 -27 გრადუსამდეც მიაღწევს. მზად ხართ ცივი ზამთრის შესახვედრად? 1457 9-ს მოსწონს
|