საბუნებისმეტყველო საოცარი არსებები, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობენ! 2016, 4 ნოემბერი, 17:00 ჩვენს პლანეტაზე ცხოველთა ბევრი სახეობა ბინადრობს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ნამდვილად საოცრად გამოიყურებიან. წარმოგიდგენთ ამ უცნაურ და გასაოცარ ცხოველებს! არმადილო(ჯავშნოსნისებრნი)
არის ძუძუმწოვრების ოჯახი ამერიკული არასრულკბილიანების რიგისა.მათი სხეული (12-100 სმ) ზემოდან და გვერდებიდან დაფარულია სქელი ჯავშნით, რომელიც შედგება რქოვანი ფარებისაგან. აქვთ ძალზე დიდი ბრჭყალები, გრძელი, ჭიისებრი, წებოვანი ენა, 8-100 კბილი. გავრცელებულია ძირითადად ამერიკის კონტინენტზე. ეს ცხოველები უფრო ღამით აქტიურობენ და იკვებებიან ძირითადად მწერებით და ხერხემლიანებით. არმადილოებზე ადამიანები ჩვეულებრივ ნადირობენ, იკვებებიან მათი ხორცით, ხოლო ჯავშანს იყენებენ ან ყიდიან. საფრთხის მოახოებისას არმადილოები ბურთივით მრგვალდებიან, ჯავშანი მათ იცავს თითქმის ყველანაირი დარტყმისგან. აქვთ გრძელი ხორთუმისებრი ცხვირი, არ გააჩნიათ წინა კბილები. გრძელი ენის საშუალებით მალევე იკრობენ ჭიანჭველებს და მწერებს, რომლებიც მათ ძირითად საკვებს წარმოადგენენ. არმადილოებს საკვების მოპოვებაში ეხმარება გრძელი, ძლიერი ფრჩხილები. ნახეთ ფოტოები
უცნაური ზვიგენი
ნახეთ ფოტოები
სამეფო კიბორჩხალა
სამეფო კიბორჩხალა ეკუთვნის კიბოსნაირნთა უხერხემლო, ფეხსახსრიანების ტიპის ცხოველების კლასს. მათი სხეულია სიგრძე მერყეობს მმ-ის რამდენიმე მეათედიდან 80 სმ-მდე. კიბოსნაირთა სხეული შედგება თავის, მკერდისა და მუცლისაგან. კიბოსნაირთა უმრავლესობა ცალსქესიანია, ზოგი ჰერმაფროდიტია. დედალი ყოველთვის ტანად მამალზე დიდია. უმრავლესობა წყლის ორგანიზმებია. ცხოვრობენ როგორც ზღვაში, ისე კონტინენტალურ წყალსატევებში. ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ სამეფო კიბორჩხალას, რომელიც ხელოვნურად არის გაზრდილი. მისი სიმაღლე 1, 5 მეტრაა, ხოლო წონით 8 კილოგრამს იწონის. მას შეუძლია მარტივად ქოქოსის დამტვრევა, აქედან გამომდინარე, მაგალითად: ინდოეთში, ინდონეზიასა და მიკრონეზიაში მას "ქოქოსის კიბოს" უწოდებენ. სამწუხაროდ ეს კიბორჩხალების გადაშენების პირას დგანან, მეცნიერები მაქსიმალურად ცდილობენ მათ გადარჩენას, ამისთვის საჭირო ხდება ქიმიკატების გამოყენება, რაც სარგებელთან ერთად საკმაოდ მავნებელიცაა. ნახეთ ფოტოები
ტასმანიური ეშმაკი
მსლოფლიოს ერტ-ერტი ყველაზე გაუმაძღარი არსება, ძალიან უყვარს ჭამა. ბინადრობს მხოლოდ ავსტრალიაში, ტასმანიის კუნძულზე . მისი სახელწოდება მომდინარეობს იმ უცნაური ხმებიდან, რომლებსაც ის გამოსცემს . ამ არსების კვების რაციონში შედის თითქმის ყველაფერი – ლეშიდან დაწყებული – ადამიანის საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული . ტასმანიის ეშმაკს სახეზე და თავზე აქვს ულვაშები, რაც სიბნელეში საკვების მოსაპოვებლად ეხმარება. როდესაც ბრაზდება, საშინელ სუნს გამოსცემს. კარგად აქვთ განვითარებული გრძნობის, ყნოსვის და სმენის ორგამოები. ნახეთ ფოტოები
თეთრსახიანი საკი
უცნაური და ამავდროულად საშინელი გარეგონობის მაიმუნი, რომელიც პრიმატების ოჯახის ყველაზე განსაკუთრებული წარმომადგენელია. ცნობილია ასევე, როგორც "გაინის საკი" და "ოქროს სახიანი საკი". მათ ცხოვრების ძირითად არეალს წარმოადგენს: ბრაზილია, ვენესუელა, ფრანგული გაიანა და სურინამი. ძირითადად ხილეულით იკვებებიან, თუ გაუჭირდათ თხილს, მცენარის ფესვს და მწერებსაც მიირთმევენ. სამწუხაროდ, ამ არსებებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ! ნახეთ ფოტოები
დიდი მადლობა ყურადრებისთვის! იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2115 14-ს მოსწონს
|