სისხლის სამართალი სიკვდილმისჯილთა უკანასკნელი ფოტოები 2016, 3 ნოემბერი, 12:45 აგერ უკვე 30 წელზე მეტია Associated Press -ის რეპორტიორი მაიკლ გრანჩიკი იმ ტუსაღებს უღებს ფოტოს, რომლებიც ტეხასის შტატში სიკვდილით დასჯის მოლოდინში არიან.
ტეხასი აშშ-ში პირველი შტატი გახლდათ, სადაც სასიკვდილო განაჩენს ინექციის საშუალებით ახდენენ.1964 წლიდან მოყოლებული ამ შტატში 538 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, ხოლო Associated Press-ი ერთადერთი საინფორმაციო სააგენტოა, რომელმაც 80-იანი წლების დასაწყისში დაჯავშნა ადგილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 30 წლის განმავლობაში მაიკლ გრანჩიკმა 300-ზე მეტი სიკვდილით დასჯა საკუთარი თვალებით ნახა. ქვემოთ გთავაზობთ პატიმრების უნიკალურ ფოტოკოლექციას, რომლებსაც სასჯელის უმაღლესი ზომა-სიკვდილი მიუსაჯეს. 1)რაფაელ ჰილიდეი-(36 წლის)-განზრახ გააჩინა სახლში ხანძარი მედისონში(ტეხასი)რის შედეგადაც გარდაიცვალა მისი 18 თვის ქალიშვილი ჯასტისი, ბიძაშვილები, - 5 წლის ჟასმინ დიუპოლი და 7 წლის ტიერა ლინჩი.ფოტო გადაღებულია 2015 წლის 28 ოქტომბერს.იმავე წლის 18 ნოემბერს სასიკვდილო განაჩენი აღსრულებული იქნა. 2)კლივ ფოსტერი(48 წლის)-გააუპატიურა და მოკლა 30 წლის ქალი ფორტ-უესტში 2000 წელს.ფოტო გადაღებულია 2012 წლის 29 აგვისტოს.იმავე წლის 25 სექტემბერს სიკვდილით დასაჯეს. 3)რობერტ ჯინ გარზა(30 წლის)-მოკლა ოთხი ქალი, Garcias ბარის თანამშრომლები, მათი მკვლელობა მოწმეების მოშორების და სხვა მკვლელობის დაფარვის მიზნით მოხდა, რომელშიც ეჭვმიტანილი იყო Tri-City Bombers ბანდის ლიდერი.გარზა ამ ბანდის წევრი იყო. ფოტო გადაღებულია 2013 წლის 24 ივლისს, ამავე წლის 19 სექტემბერს სასიკვდილო განაჩენი აღასრულებული იქნა. 4)ჯორჯ რაივასი-2000 წელს მისი ბანდის წევრები თავს დაესხნენ ციხის ზედამხედველს, წაართვეს ტანსაცმელი, იარაღი და ციხის ავტობუსით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაიქცნენ.თავისუფლებაში ყოფნის დროს რაივასმა რამდენიმე ძარცვა განახორციელა, ხოლო 11 დღის შემდეგ მოკლა 27 წლის ობრი ჰოუკონსი. ფოტო გადაღებულია 2012 წლის 15 თებერვალს, 29 თებერვალს სიკვდილით დასაჯეს. 5)უილი ტროტი(45 წლის)-მოკლა ყოფილი მეუღლე და ცოლისძმა.იგი ცოლმა მიატოვა, სასამართლოს დადგენილებით აკრძალული ჰქონდა მასთან მიახლოება, მიუხედავად ამისა, იგი ყოფილ ცოლს მუდმივად აწუხებდა და სთხოვდა დაბრუნებას. ფოტო გადაღებულია 2014 წლის 30 ივლისს.იმავე წლის 10 სექტემბერს მას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს. 6)ლასტერ ბოუერი(67 წლის)-პატიმარი, რომელიც სასიკვდილო განაჩენს 31 წელი ელოდა.ბოუერმა 1983 წელს თვითმფრინავების ანგარში მოკლა 4 მამაკაცი, შემდეგ კი გაიტაცა ზემსუბუქი თვითმფრინავი, რომელიც მას წესით უნდა ეყიდა 4 500$-ად. ფოტო გადაღებულია 2015 წლის 20 მაისს, ამავე წლის 3 ივნისს სიკვდილით დასაჯეს. 7)ბობი ვუდსი(42 წლის)-1997 წელს გააუპატიურა და მოკლა ყოფილი საყვარლის 11 წლის ქალიშვილი სარა პეტერსონი, ხოლო მისი 9 წლის ძმა კოდი პეტერსონი გაიტაცა, წაიყვანა სასაფლაოზე და გონების დაკარგვამდე ცემა, შემდეგ კი მიატოვა. მისი სიკვდილით დასჯა რამდენჯერმე გადაიდო ადვოკატების სარჩელის გამო(მიზეზი დაბალი IQ ). ფოტო გადაღებულია 2008 წლის 28 ოქტომბერს, სიკვდილით დასაჯეს 2009 წლის 3 დეკემბერს. 8)ჯოზეფ რეისი(29 წლის)-1999 წელს მოკლა 64 წლის რობერტ რატფილდი, რომელთანაც მეგობრობდა. ჯოზეფ რეისი რატფილდის საკუთარ ბინაში აცხოვრებდა, თუმცა მას შემდეგ გააგდო სახლიდან, როდესაც აღმოაჩინა, რომ ნივთები ეკარგებოდა. ამის შემდეგ რეისი თანამზრახველთან ერთად დაბრუნდა მის ბინაში, მძინარეს სამჯერ ესროლა, მოიპარა მისი საფულე და ავტომობილი Lincoln Continental-ი. ფოტო გადაღებულია 2008 წლის 20 აგვისტოს, სიკვდილით დასაჯეს ორი თვის შემდეგ 21 ოქტომბერს. 9)ჰენკ სკინერი(54 წლის)-1993 წელს მოკლა თავის გერლფრენდი ტვილი ბასბი და მისი ორი ვაჟი. ბასბი ხელკეტით, მრავლობითი დარტყმით მოკლა, ხოლო მისი მცირეწლოვანი შვილები დანით აჩეხა. ფოტო გადაღებულია 2009 წლის 16 დეკემბერს. 2010 წელს მისი სიკვდილით დასჯა გადაიდო 20 წუთით ადრე ახალი გარემოებების გამო. დანაშაულის ადგილზე სკინერის გარდა აღმოჩენილია დამატებით სხვა ადამიანის დნმ. 10)არლა ფეი ტაკერი(38 წლის)-1983 წელს თავის ნაცნობი ჯერი ლინ დინა მოკლა წერაქვით.მკვლელობა მოხდა იმ დროს, როდესაც ტაკერი მისი მოტოციკლის გატაცებას აპირებდა. ციხეში ყოფნის დროს ტაკერი მორწმუნე ქრისტიანი გახდა და ცოლად გაყვა ციხის მღვდელს.სიკვდილით დასაჯეს 1998 წლის 3 თებერვალს.იგი 1863 წლის შემდეგ პირველი ქალი გახლდათ ტეხასში, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. 497 7-ს მოსწონს 1-ს არა
|