![დააწყვეთ ლეპტოპზე მონეტები! - მარტივი
ხერხი, რომლითაც კომპიუტერს დაიცავთ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201611/2016110310293846204.jpg)
ნოუთბუქების მფლობელებისთვის კარგად არის ცნობილი ისეთი პრობლემა, როგორიცაა მოწყობილობის გადახურება, რაც იწვევს მუშაობის შეფერხებას და, ზოგჯერ, სრულიად შეუფერებელ დროს, გამორთვასაც კი.
ქვემოთ მოგიყვებით ძალიან მარტივ ხერხზე, რომელიც გააუმჯობესებს ნოუთბუქის თბოგამტარობას და დაიცავს გადახურებისგან.
მაშ ასე, თუ თქვენი პორტატული კომპიუტერი მიდრეკილია გადახურებისკენ, აიღეთ რამდენიმე მონეტა, უმჯობესია სპილენძის, და სვეტებად დაალაგეთ მთელ თავისუფალ ადგილზე კლავიატურასა და მონიტორს შორის.
![დააწყვეთ ლეპტოპზე მონეტები! - მარტივი
ხერხი, რომლითაც კომპიუტერს დაიცავთ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201611/2016110310295146204.jpg)
როგორც სითბოს განაწილების ამსახველ ამ ფოტოზე ჩანს, ლეპტოპის სწორედ ეს ნაწილი ხურდება ყველაზე მეტად. ამ შემთხვევაში მონეტები დამატებითი რადიატორის როლს შეასრულებს, რადგან მეტალს, განსაკუთრებით სპილენძს, კარგი თბოგამტარობა ახასიათებს.
![დააწყვეთ ლეპტოპზე მონეტები! - მარტივი
ხერხი, რომლითაც კომპიუტერს დაიცავთ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201611/2016110310301346204.jpg)
სულ ეს არის! მონეტები შეძლებს ზედმეტი სითბოს გაფანტვას. თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა და ადრე თუ გვიან, აუცილებლად საჭიროა ლეპტოპის გაწმენდა მტვრისაგან, რადგან სწორედ იგი უშლის ხელს ქულერს ეფექტურ მუშაობაში.