x
image
პოკაჰონტასი
ფოტოები, რომლებიც ადამიანთა სულებში ჩაგახედებთ
ნებისმიერი ფოტო, აწმყოდან წარსულში გაელვებაა. იგი სამუდამოდ ინახავს მასზე აღბეჭდილ ემოციას და ამ ემოციასვე განგვაცდევინებს წლების მერეც მისი დათვალიერებისას. ფოტოგრაფიის მეშვეობით განცდილის შეგრძნება უახლოესია ყველა სხვა მოგონებასთან შედარებით. მას შემდეგ, რაც მოვლენა ჩაივლის, ფოტო იწყებს არსებობას და უკვდავ სახეს აძლევს ნებისმიერ მოვლენას. შეაჩერო სასურველი წამი და ფოტოდან აამეტყველო იგი, ეს მართლაც რომ ხელოვნებაა. თითოეული ფოტო მთელი არსებით გვაგრძნობინებს, რომ დრო შედგება საინტერესო მოვლენებისაგან, რომელთა გადაღება ნამდვილად ღირს.

ულამაზესია ფოტოები ბუნების ამათუ იმ ხედებით, ქუჩებით, შენობებითა, თუ სხვადასხვა ადგილებით, მაგრამ სულ სხვა ემოციას ინახავს ფოტო პორტრეტები. თითიეული სახე სიყვარულს, სიხარულს, სევდას, თუ კონკრეტულ ემოციას გამოხატავს. ეს არაა მხოლოდ მექანიკური ფოტოგადაღება, არამედ ხელოვნებაა, რომელიც გამოცდილებას მოითხოვს.

ასე რომ იმედი მაქვს, გულგრილს არ დაგტოვებთ ის ფოტო-არქივი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისასაა გადაღებული პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ და რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:



imageimageimageimageimageimageimageimageimage


imageimage
imageimageimageimage

imageimage



















0
143
3-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0