მუსიკა ლეგენდარული ფრანგული ჯგუფი SPACE -ი ფილიპ კირკოროვს პლაგიატისთვის უჩივის 2016, 2 ნოემბერი, 19:21 ![]() ფრანგულმა მხარემ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა, სადაც აღნიშნულია, რომ კირკოროვის ჰიტი, სიმღერა Symphonic space dream-ის გადამღერებაა. თავად ოლეგ პოპკოვი აღნიშნავს, რომ სიმღერის შავი მონახაზი ჯერ კიდევ 1996-98 წლებში შექმნა, ხოლო რუსეთის საავტორო საზოგადოებამ დაარეგისტრირა 2000 წელს.სიმღერა შევიდა ალბომ "Незнакомка"-ში. "სიმღერა ჯერ კიდევ 1999 წელს შეასრულა ჯგუფმა "Чудо-остров"-მა პეტერბურგის რესტორან "Академия"-ში-დასძინა პოპკოვმა. თავიანთი კომპოზიცია კი Symphonic Space Dream ჯგუფმა Space-მა პირველად 2001 წელს შეასრულა კიევში. "მე მოვისმინე ჯგუფ Space -ის კომპოზიცია, მისამღერი მართლაც ჰგავს ერთმანეთს, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მაქვს მისამღერი ძალიან ხელოვნურად არის მიბმული, კიდევ საკითხავია ვინ ვის მოჰპარა"-დასძინა პოპკოვმა. მოსარჩელე მხარე მოპასუხე მხარეს სიმღერა Жестокая любовь-ის რადიოში, ტელევიზიითა და ინტერნეტით გაშვებას უკრძალავს. ასევე, ზარალის ანაზღაურების სახით 75.34 მილიონი რუსული რუბლის ანაზღაურებას ითხოვს. სასამართლოში მოპასუხე მხარედ დაბარებულები არიან მუსიკოსი ოლეგ პოპკოვი, Филипп Киркоров продакшн-ისა და Sony Music Entertainmentის წარმომადგენლები. დიდიე მარუანის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს იგორ ტრუნოვი, მისივე განცხადებით ექსპერტების დასკვნით ამ ორი სიმღერის თანხვედრა 43, 27%, -ია. ამ ორი კომპოზიციის კვლევა ჩატარდება სასამართლო ექსპერტიზის კვლევის ცენტრში, რის შემდეგაც დაიდება დასკვნა.სწორედ ექსპერტიზის დასკვნით იხელმძღვანელებს სასამართლო. 188 12-ს მოსწონს 1-ს არა
|