სხვა საუკეთესო უფროსი მსოფლიოში-მან თავის თანამშრომლებს 1200 ავტომობილი და 400 ბინა გადასცა 2016, 31 ოქტომბერი, 15:12 ინდური კომპანია Hare Krishna Exports-ის თანამშრომლებს წლევანდელი ინდუისტური დღესასწაული დივალი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ცხოვრებაში. კომპანიის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა სავჯი დოლაკიამ თავის საუკეთესო თანამშრომლებს 400 ბინა და 1200 ავტომობილი გადასცა საჩუქრად. კომპანია ბრილიანტებს ამზადებს, ექსპორტი მსოფლიოს 70 ქვეყანაში გადის, ხოლო მათი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ყოველთვის ანებივრებს სოლიდური საჩუქრებით. 2014 წელსაც დაურიგა მილიარდელმა საკუთარ თანამშრომლებს ბინები, ავტომობილები და ძვირფასეულობა. მისივე განცხადებით კომპანიამ ვალდებულება აიღო უახლოეს ხანებში ბინებით და ავტომობილებით უზრუნველყოს კომპანიის ყველა თანამშრომელი. ალმასების მაგნატმა 2016 წელს კიდევ ერთი არაორდინალური ნაბიჯით გამოიჩინა თავი. თავის 21 წლის ვაჟი დრავია, რომელიც ბიზნესის საფუძვლებს აშშ-ში დაეუფლა ინდოეთის პატარა ქალაქში სამუშაოს საძებნად გაუშვა, თან გაატანა სამი ხელი სამოსი, ჰიგიენური საშუალებები და ფული 7000 რუპია(დაახლოებით 100$).ახალგაზრდა ყმაწვილი დამოუკიდებლად უნდა მოწყობილიყო სამუშაოზე და ეშოვნა საცხოვრებელი. თვით დრავიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:" მე მდიდარი და პრივილიგებული ოჯახიდან ვარ, რომლის წევრებიც მიჩვეულები არიან მიიღონ ის, რაც მოესურვებათ.მე კი მინდა განვიცადო როგორ ცხოვრობენ ჩვეულებრივი ადამიანები, როგორ შოულობენ ფულს.ჩემთვის უაღრესად საჭიროა გავიგო, ვინ ვარ და რად ვღირვარ." 5434 7-ს მოსწონს 1-ს არა
|