სხვა ყველაზე შეშლილი მეცნიერები კაცობრიობის ისტორიაში: ექიმი ფრანკენშტეინის პროტოტიპი, შოტლანდიელი ყასაბი, «სიკვდილის ანგელოზი»... 2016, 7 ნოემბერი, 13:25 ჩვეულებრივ, მეცნიერებს ისე აღიქვამენ, როგორც ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ სიკეთე მოაქვთ კაცობრიობისთვის. ისინი პროგრესთან და ტექნოლოგიურ წინსვლასთან ასოცირდებიან… მაგრამ ეს ყოველთვის ასე არის? პასუხი ამ კითხვაზე ქვემოთ არის მოცემული: აქ მოთხრობილია გადარეულ მეცნიერებზე და მათთან დაკავშირებულ, არანაკლებ გიჟური ისტორიების შესახებ. ვლადიმერ დემიხოვი და მისი ორთავიანი ძაღლი
იოზეფ მენგელე – «სიკვდილის ანგელოზი» იოზეფ მენგელე — გერმანელი «ექიმი» იყო, რომელიც II მსოფლიო ომის დროს, ექსპერიმენტებს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებზე ატარებდა. ის პირადად ახდენდა ბანაკში მიყვანილი ტყვეების ახალი ნაკადის «სელექციას» და იქ მუშაობის პერიოდში, 40 000 ადამიანი გაუშვა გაზის კამერაში. ჯოვანი ალდინი და მისი ელექტრონული ცეკვები 1780 წელს იტალიელმა ანატომიის პროფესორმა ლუიჯი გალვანმა აღმოაჩინა, რომ ელექტრო მუხტი მკვდარ ბაყაყს კიდურების გაქნევას აიძულებს. მაგრამ რა მოხდება, ფიქრობდა ის, თუ ადამიანის გვამს დენს მიუერთებდა? გალვანის დისშვილი ჯოვანი ალდინი ევროპულ ტურნეში წავიდა, რომლის დროსაც ის მაყურებელს საშინელ სანახაობას სთავაზობდა. მისი ყველაზე გამორჩეული ჩვენება 1803 წლის 17 იანვარს ჩატარდა, რომლის დროსაც მან 120-ვოლტიანი აკუმულატორის პოლუსები სიკვდილით დასჯილი მკვლელის - ჯორჯ ფორსტერის (George Forster) გვამს მიუერთა. როდესაც ალდინი მავთულებს პირში და ყურში შეურჭო, გვამის ყბა სახის კუნთების მოძრაობა დაიწყო და მკვლელის სახეზე ტკივილის საშინელი გრიმასა აღიბეჭდა, ხოლო მარცხენა თვალი გაახილა, თითქოს თავისი მწვალებლის დანახვა უნდოდა. შოუ იმით დასრულდა, რომ ალდანმა ერთი მავთული გვამს ყურში შეურჭო, ხოლო მეორე სწორ ნაწლავში. ამის გამო, მიცვალებული «წამოხტა» და ცეკვა დაიწყო. გაზეთი «London Times» წერდა: «საქმეში ჩაუხედავ მაყურებელს შეიძლება მოსჩვენებოდა, რომ უბედური ცოტაც და გაცოცხლდებოდა». სერგეი ბრიუხონენკოს ცოცხალი თავები
საბჭოთა ფიზიოლოგმა სერგეი ბრიუხონენკომ შექმნა სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატი, რომელსაც «ავტოინჟექტორი» დაარქვა და მისი საშუალებით, ძაღლის თავს სისხლს აწვდიდა. ეს აპარატი სხეულისგან დამოუკიდებლად არსებულ ძაღლის თავს სიცოცხლეს უნარჩუნებდა. 1928 წ. ფიზიოლოგთა III სხდომაზე, მან ერთ-ერთი ასეთი თავის დემონდტრირება მთელი მსოფლიოს წინაშე მოახდინა. იმის დასამტკიცებლად, რომ თავი, რომელიც მაგიდაზე იდო ცოცხალი იყო, დამსწრე საზოგადოებას აჩვენა თუ როგორ რეაგირებდა ის გარეგან გამაღიზიზნებლებზე: ჩაქუჩი დაარტყა მაგიდაზე და თავი შეხტა, სინათლე მიანათა და თვალები დაახამხამა. მან ძაღლის თავს ყველის ნაჭერიც კი აჭამა, რომელიც მაშინვე ჩამოვარდა საყლაპავი მილის მეორე ბოლოდან. ენდრიუ იურე – შოტლანდიელი ყასაბი ეს მეცნიერი ფართოდ არის ცნობილი ფიზიკასა და ეკონომიკაში დიდი მიღწევების გამო. მაგრამ, ამის გარდა, ის ერთი საშინელი ექსპერიმენტის ავტორიც არის, რომლის მსვლელობის დროს, ექიმმა ენდრიუმ გვამიში ბატარიები ჩააწყო და როდესაც ისინი დენს მიუერთა, მიცვალებულმა კიდურების ქნევა ისე ენერგიულად დაიწყო, რომ ზოგიერთებს ეგონათ, რომ მიცვალებული გაცოცხლდა. შირო იში – ექიმი «ნამდვილი ბოროტება» იში მიკრობიოლოგი და იაპონიის საიმპერატორო არმიის ლეიტენანტი იყო. იაპონია-ჩინეთის ომის დროს, მან სამხედრო ტყვეებზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, იაპონიის არმიის საიდუმლო პროექტის ფარგლებში. 1942 წლიდან მან ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. იოჰან კონრად დიპელი — ექიმი ფრანკენშტეინის პროტოტიპი იოჰან კონრად დიპელი შეშლილი მეცნიერი იყო, რომელიც 1673 წელს რეალურად დაიბადა ფრანკენშტეინის სასახლეში*, დარმშტადტის მახლობლად, გერმანიაში. ითვლება, რომ ის იყო მერი შელის რომანის «ფრანკენშტეინის» მთავარი გმირის პროტოტიპი. თუმცა, ამ ვერსიას ყველა არ ეთანხმება. დიპელი, ექსპერიმენტების პარალელურად, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ქირომანტიასა და ალქიმიაში ლექციებს კითხულობდა და იყო ცნობილი სასამართლოს ექიმი. * სასახლე, რომელიც დღეს ფრანკენშტეინის სასახლის სახელით არის ცნობილი, პირველად ისტორიულ წყაროებში 1252 წელს არის ნახსენები. XV-XVI საუკუნეებში ის ფრანკენშტეინების გვარის საკუთრება იყო, ხოლო 1600 წ. წლების მანძილზე მიტოვებულ სასახლეში, საავადმყოფო გაიხსნა. 822 10-ს მოსწონს
|