x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იგავი ბრძენზე და პროვოკატორზე - რჩევა, თუ როგორ გაუმკლავდე შეურაცხყოფას და სიძულვილს

თითოეული ჩვენგანი, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ, უხეშობას შეჯახება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს შეურაცხყოფას და სიძულვილს. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კი, ასეთი სიტუაციებიდან ღირსეულად გამოსვლა უნდა შეგვეძლოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ემოციების ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებით.
ასეთ მომენტებში, უნდა გვახსოვდეს, რომ უხეშად, უფრო ხშირად, უბედური და უიღბლო ადამიანები იქცევიან და ამიტომ, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ამ იგავის გმირი – ბრძენი სამურაი მოიქცა:


image


იაპონიაში, დედაქალაქის მახლობლად, ერთ სოფელში, მოხუცი სამურაი ცხოვრობდა, რომელიც სიბრძნეს და საბრძოლი ხელოვნებას ასწავლიდა.
ერთხელ, როდესაც ის საკუთარ მოსწავლეებთან გაკვეთილს ატარებდა, მასთან ახალგაზრდა მეომარი მივიდა, რომელიც უხეშობით და უზნეობით იყო ცნობილი. ბრძოლის დროს, მისი საყვარელი ილეთი, პროვოკაცია იყო: მას მოწინააღმდეგე მდგომარეობიდან გამოჰყავდა, ეს უკანასკნელი კი, მრისხანებისგან დაბრმავებული, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და ბრძოლას აგებდა.
ახალგაზრდა მეომარმა მოხუცისათვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო: ის მას ქვებს ესროდა, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა, იგინებოდა და იფურთხებოდა. მაგრამ, მოხუცი არაფერს იმჩნევდა და გაკვეთილს აგრძელებდა. დღის ბოლოს, მეომარი დაღალა და გაღიზიანებული სახლში წავიდა.
მასწავლებლის ნებისყოფით გაკვირვებულმა მოსწავლეებმა, მას ჰკითხეს:
— ბრძოლაში რატომ არ გამოიწვიეთ? ნუთუ, დამარცხების შეგეშინდათ?
რაზეც, ბრძენმა სამურაიმ უპასუხა:
— თუ ვინმე თქვენთან საჩუქრით მოვა, მაგრამ თქვენ მას არ მიიღებთ. ის ვის დარჩება?
— მის ძველ მფლობელს. — უპასუხა ერთ-ერთმა მოსწავლემ.
— იგივე ეხება შურს, ზიზღს, ლანძღვას და გინებას. იმ დრომდე, ვიდრე არ მიიღებთ, ის მას ეკუთვნის, ვინც მოიტანა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის ანდერძი და წინასწარმეტყველება, რომელიც უკვე ახდა

* რატომ არ ჰყავთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს შვილები? – საინტერესო ტენდენცია

* XXI საუკუნის ნოსტრადამუსმა ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
389
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0