x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აღმოსავლური იგავი ბიჭის, მისი მამის და ვირის შესახებ

image


მამა, შვილთან და ვირთან ერთად, შუადღის სიცხეში, აღმოსავლეთის ერთ–ერთი ქალაქში მოგზაურობდა. მამა სახედარზე იჯდა, ხოლო მის მოზარდი ვაჟი, ვირს უკან მიჰყვებოდა.

— საწყალი ბიჭი, — უცებ მათ, გამვლელის ხმა შემოესმათ, — ბავშვი, თავისი პატარა ფეხებით, ვირს ძლივს ეწევა. როგორ შეგიძლია, ვირზე მშვიდად იჯდე, როდესაც ბიჭი ასე დაიღალა?

მამამ აღშფოთებული მამაკაცის სიტყვები გულთან ახლოს მიიტანა და როგორც კი, კუთხეში შეუხვიეს და ამ სიტყვების ავტორს თვალთ მოეფარნენ, კაცი ვირიდან ჩამოვიდა და შვილს უთხრა, რომ მასზე დამჯდარიყო. მალე მათ სხვა ადამიანი შემოხვდათ, რომელმაც ხმამაღლა დაიძახა:

— როგორ არ რცხვენია ამ ბიჭს?! სულთანივით ვირზე რომ წამომჯდარა, მისი საცოდავი, მოხუცი მამა კი, ვირს ძლივს ეწევა.

ბიჭს მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა ძალიან ეწყინა და მამას სთხოვა, ვირზე, მის უკან დამჯდარიყო.

— ხალხო კეთილო, ასეთი რამ ოდესმე გინახავთ, რომ ცხოველს ასე აწამებდნენ?! — ყვირილი დაიწყო გამვლელმა ქალბატონმა — საწყალ ვირს უკვე ზურგი ჩაეღუნა, ხოლო ეს უსაქმურები მასზე ისე სხედან, თითქოს ეს საცოდავი არსება დივანი იყოს!

დარცხვენილ მამა–შვილს ისე, რომ ხმა არ ამოუღიათ, ვირიდან ჩამოვიდნენ და გზა გააგრძელეს. რამდენიმე ნაბიჯიც კი არ ჰქონდათ გადადგმული, რომ შემხვედრმა ადამიანმა მათი დაცინვა დაიწყო:

— რა არის შენი ვირი არაფერს რომ არ აკეთებს? არანაირი სარგებელი არ მოაქვს და ერთ–ერთ თქვენგანს, ზურგითაც არ ატარებს?

მამამ ვირს პირში თივის დიდი ულუფა ჩაუდო, შვილს მხარზე დაადო ხელი და უთხრა:

— რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც არ დაგვეთანხმება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თავად უნდა გადავწყვიტოთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ!


image

არხის სხვა სიახლეები:


* "წითელი ტერორი" და პარალელები ჩვენს რეალობასთან

* მითები დელფინების შესახებ, რომელიც უნდა დავივიწყოთ

* ტესტ–გამოცანები ყურადღების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
320
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0