x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138386
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
წითელი სალათი («ვიტამინა»). გემრიელი და ძალიან სასარგებლო
image


ინგრედიენტები:


მოხარშული ორაგულის ფილე – 500 გრ.

წითელი ბულგარული წიწაკა – 500 გრ.


კონსერვირებული სიმინდი – 350 გრ.

კიტრი – 2-3 ცალი

მაიონეზი – 250 გრ.

ოხრახუში – 1 კონა

მარილი და პილპილი – გემოვნებით


ინგრედიენტების ქიმიური შემადგენლობა:


ორაგული: ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3; ვიტამინები – A, E, და D; მიკროელემენტები –იოდი, ფოსფორი, კალციუმი, ნატრიუმი, ფტორი, მაგნიუმი და თუთია.

წითელი ბულგარული წიწაკა: ვიტამინები – А, Е, К, Р, С, და В ჯგუფის: В1, В3, В2, В6, В5, В9; მიკროელემენტები – მაგნიუმი, იოდი, თუთია, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, ნატრიუმი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

სიმინდი: ვიტამინები – В, Е და РР; მიკროელემენტები – კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, ასკორბინის მჟავა და ა.შ. – მენდელეევის პერიოდული სისტემის 26 ელემენტი.

კიტრი: 95% წყლისგან შედგება, მაგრამ მასში ასევე ბევრია ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები – С, РР და В ჯგუფის ვიტამინები, ხოლო მიკროელემენტებიდან – იოდი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი და სხვა.

მაიონეზი: ვიტამინები – А, D და Е, თავის მხრივ, ლიმონი, რომელიც მის შემადგენლობაში შედის მდიდარი არის С ვიტამინით.

ოხრახუში: С ვიტამინი 4-ჯერ უფრო მეტია ოხრახუშში, ვიდრე ლიმონში. 100 გრ. ოხრახუში, ადამიანისთვის საჭირო, С ვიტამინის 2 დღის მარაგს შეიცავს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში არის: В2, РР, К, В1, Е ვიტამინები და ფოლიუმის მჟავა; მიკროელემენტებიდან – რკინა, კალიუმი და მაგნიუმი.

image

მომზადება:

1. მოხარშეთ თევზის ფილე ტრადიციულად (დაფნით, მარილით და პილპილის მარცვლებით).

2. ვიდრე თევზი გაცივდევა, კუბიკებად დაჭერით წიწაკა > გაფრცქვენით და კუბიკებად დაჭერით კიტრი > დაუმატეთ სიმინდის მარცვლები და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

3. თევზის ფილე ხელით დაყავით პატარ-პატარა ნაწილებად > დაუმატეთ უკვე გამზადებულ ინგრედიენტებს.

4. მოასხით მაიონეზი და კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი > დაუმატეთ მარილი და პილპილი.

0
142
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0