x
მეტი
  • 03.12.2024
  • სტატია:138635
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512289
სალათი - ვარდების თაიგული
ინგრედიენტები:

● ქაშაყის ფილე - 1 ცალი

● მოხარშული სტაფილო - 1 ცალი

● მოხარშული კარტოფილი - 1 ცალი


● მოხარშული ჭარხალი - 1-2 ცალი

● მოხარშული კვერცხი - 3-4 ცალი

● ხახვი - 1 ცალი

● ნიორი - 2 კბილი

● მწვანილი - გასაფორმებლად

● მაიონეზი - გემოვნებით


სალათი - ვარდების თაიგული


მომზადება:

წვრილად დავჭრათ ხახვი და კუბიკებად დაჭრილ ქაშაყის ფილეს შევურიოთ და დავდოთ პირველ ფენად. ზემოდან მოვასხათ მაიონეზი. მეორე ფენად დავალაგოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი და შევურიოთ ცოტა ქაშაყის ფილე. ზემოდან მოვასხათ მაიონეზი. მესამე ფენად დავდოთ გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი კვერცხი. ზემოდან კვლავ მოვასხათ მაიონეზი. ამის შემდეგ გავაკეთოთ "ვარდები". ვარდები შეგვიძლია გავაკეთოთ ბლინების საშუალებით. ბლინები შეგვიძლია ვიყიდოთ, ან ჩვენ გამოვაცხოთ.


ინგრედიენტები ბლინისათვის:

● კვერცხი - 1 ცალი

● რძე - 1/3 ჭიქა

● წყალი - 1/3 ჭიქა

● ფქვილი - 2 სუფრის კოვზი

● მცენარეული ზეთი - 1/2 ჩაის კოვზი

● მარილი - გემოვნებით


შევურიოთ ეს ინგრედიენტები მიქსერით ერთმანეთს და გამოვაცხოთ ბლინები (3-4 ცალი). ამასობაში ავურიოთ ერთმანეთს გახეხილი ჭარხალი, დანაყილი ნიორი, მაიონეზი და ბლინებზე თხელ ფენად გადავუსვათ. შემდეგ ბლინები დავჭრათ 1.5 სმ სიგანის მქონე ზოლებად და გადავახვიოთ რულონებად. ასე მივიღებთ "ვარდებს", რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია მოვრთოთ ჩვენი სალათი, ზემოდან კი გავაფორმოთ მწვანილებით. ამის შემდეგ...


გემრიელად მიირთვით









0
94
11-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0