საბუნებისმეტყველო მოკვდება თუ არა კობრა, საკუთარ თავს რომ უკბინოს? რატომ არ ტკივა კოდალას არასოდეს თავი? - ფაუნის წარმომადგენელთა უცნაურობანი 2016, 26 ოქტომბერი, 9:23 ოდესმე დაგბადებიათ კითხვა: მოკვდება თუ არა კობრა, საკუთარ თავს რომ უკბინოს ან ამდენი კაკუნით რატომ არ ტკივა კოდალას თავი? - დამეთანხმებით, რომ დედამიწის ფლორის სამყაროში ძალიან ბევრი საინტერესო და უჩვეულო ამბავი ხდება. დღევანდელ პოსტში საუბარი გვექნება რამოდენიმე მათგანზე.
კოდალა დღეში დაახლოებით 12 ათას დარტყმას აკეთებს თავით, მაგრამ ამით არანარი ზიანი მას არ ადგება. ამ დროს მისი სხეულის გადატვირთვა ხდება დაახლოებით ათასჯერ მეტად, ვიდრე თავისუფალი ვარდნის დროს. საინტერესოა, როგორ ახერხებს კოდალა თავისი პატარა სხეულით ესოდენ დიდი დატვირთვის ატანას? ბუნებისმტყველებმა დაადგინეს, რომ კოდალის ზოგიერთ სახეობას ხის ქერქის გაბურღვის დროს შეუძლია განავითაროს ნისკარტის მოძრაობის სიჩქარე, რომელიც ტოლია 21 კმ/სთ-ისა. ამავე დროს ფრინველის თავი უკან ვარდება უზარმაზარი უარყოფითი აჩქარებით, რომელიც ორჯერ მეტია აჩქარებაზე, რასაც კოსმონავტები განიცდიან კოსმოსური რაკეტის სტარტის დროს. პირველი, რაც იცავს კოდალას ტვინს, ესაა მისი ძალიან მყარი მიმაგრება თავის ქალის კოლოფზე, ხოლო მეორე კი-თვით ქალის კოლოფია, რომელიც შედგება რბილი ფრაგმენტებისაგან. ეს ფრაგმენტები ზამბარასავით მოძრაობენ და ახშობენ დარტყმის ძალას. დარტყმის სიძლიერის შერბილებას ხელს უწყობს აგრეთვე ენისქვეშა ძვალი და თავად ენა, რომელიც კოდალას საოცრად გრძელი აქვს - ენის სიგრძე თავად ფრინველის სიგრძეზე გაცილებით მეტია. ენის მოქმედების პრინციპი ამ შემთხვევაში შეიძლება შევადაროთ მანქანის უსაფრთხოების ღვედის მოქმედების პრინციპს. კოდალა ახორციელებს ძალიან ზუსტ დარტყმებს ისრისმაგვარი ტრაექტორიით, მისი ნისკარტის ქვედა ნაწილი ოდნავ გრძელია ზედაზე, რის გამოც ყბის ქვედა ნაწილი დარტყმის მთელ ძალას თავის თავზე იღებს, ხოლო ზედა ნაწილი, რომელიც პირდაპირ კავშირშია თავის ტვინთან, შედარებით მოსვენებულ მდგომარეობაში რჩება; მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი: კოდალა ერთადერთი ფრინველია, რომელსაც ნისკარტსა და თავის ქალის კოლოფს შორის აქვს სპეციალური საფენი, რომელიც ამორტიზატორის როლს ასრულებს. გრძელი, წებოვანი და ხაოიანი ენა კოდალას ეხმარება ნადავლი ხის ყველაზე შორეული ფუღუროდან გამოათრიოს. შხამიანი გველები დროდადრო საკუთარ თავსაც კბენენ, შეასძლოა, ამ დროს მათ თავი ოდნავ შეუძლოდ იგრძნონ, მაგრამ საკუთარი ნაკბენით შახმიანი გველები არასოდეს კვდებიან- შხამი მათ სიცოცხლისათვის საშიშ ზიანს არ აყენებს. ოპოსუმები გამოჰყოფენ ცილას, რომელსაც უნარი შესწევს გაანეიტრალოს თითქმის ყველა სახის შხამი, რომელიც კი შესაძლებელია ამ ცხოველის სხეულში მოხვდეს. გოლოტურია ანუ ზღვის კიტრი ძლიერი გაღიზიანების დროს ანალური ხვრელიდან მსხვილი ნაწლავის ნაწილთან ერთად გარეთ გამოისვრის წყლის ფილტვებს და ამ ქმედებით აშინებს მტერს, თუმცა ეს მაზოხიზმი გოლოტურიას არანაირ ზიანს არ აყენებს: მოწყვეტილი ორგანოები ძალიან მალე აღდგება ხოლმე. ზარმაცა ტკივილი მიმართ ნაკლებმგრძნობიარეა. ამ ცხოველებს გააჩნიათ გასაოცარი თვითაღდგენის უნარი ძალიან მძიმე ჭრილობების დროსაც კი. ჯავშნიანი კუების ზოგიერთი ჯიშის მდედრებს შესწევთ უნარი მამრის სპერმა შეინახონ თავიანთ ორგანიზმში რამოდენიმე თვის განმავლობაში და მხოლოდ მაშინ გამრავლდნენ, როცა კეთილსასურველი გარემო პირობები შეექმნებათ. კალიფორნიული ბოცვრები იყენებენ საკუთარი სუნის შენიღბვის მეტად უცნაურ ხერხს მტაცებელი ცხოველებისაგან თავის დასაცავად: ისინი ღეჭავენ და ტანზე იზილენ შხამიანი გველების მიერ დატოვებულ ტყავს. ჰიპოპოტამები ძლიერ სიცხეში სისხლიან ოფლს გამოყოფენ. მალაიზიასა და ბრუნეიში ცხოვრობენ მეტად უცნაური ჭიანჭველები. მათ მუცლის ღრუში აქვთ სპეციფიური წებო, რომელშიც ჭიანჭველები მტერს გაახვევენ ხოლმე. საშიშროების შემთხვევაში ჭიანჭველების ნაწილი თავად ''იფეთქებს'' თავს და გარეთ გამოისვრის ამ წებოს, რათა დანარჩენები გადაარჩინონ. ქამელეონებს, ჭრიჭინებს და ბაყაყის ზოგიერთ სახეობას შეუძლია 360 გრადუსით ხედვა. გველები თავდასხმის დროს განიცდიან ისეთ დატვირთვას, როგორსაც გამანადგურებელი თვითმფრინავის პილოტები ფრენის დროს. ჩვეულებრივი ადამიანი ცნობიერებას კარგავს 9G დატვირთვის დროს, ხოლო ნახტომის გაკეთებისას გველებზე საშუალოდ 28G დატვირთვა მოდის. ობობების ზოიერთი სახეობა ეგრეთ წოდებულ "სოციალურ ქსელს'' ქსოვს რაც შეიძლება მეტი ნადავლის მოსაპოვებლად. ავსტრალიის ტყეში ნაპოვი იქნა 12000 ობობის მიერ მოქსოვილი ერთობლივი ქსელი, რომლის ფართობი 450 კვადრატულ მეტრზე მეტი იყო. ძლიერი ყინვის დროს პინგვინები იკრიბებიან წრეებად, რომლის შუაგულში ბარტყები არიან. ამასთანავე პინგვინების თითოეული წრე ყოველ 30 წამში ასრულებს შეთანხმებულ მოძრაობას, კერძოდ, ნაბიჯს დგამს მარჯვნივ. სწორედ ამგვარად ახერხებენ ეს ლამაზი და ჭკვიანი ფრინველები (დიახ, ფრინველები!) სითბოს შენარჩუნებას და მომავალი თაობის გაყინვისაგან გადარჩენას. სტატიის ბოლოს კი მხიარული განწყობისათვის გთავაზობთ სახალისო ვიდეოს სტატიის გმირების მონაწილეობით. 1557 19-ს მოსწონს
|