x
image
Lerato
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ცელულიტისგან? მაშინ შეასრულეთ ეს 5 უმარტივესი ვარჯიში
image


ცელულიტი, ქალების ყველაზი საშიში მტერი, ჩნდება მიუხედავად ასაკისა და წონისა. ყველაზე მეტად დუნდულებსა და ბარძაყებზე, რადგან თუ განსაკუთრებულ ვარჯიშებს არ ასრულებთ, ჩვეულებრივი მოძრაობისას ეს კუნთები ნაკლებად იტვირთება. იმ მიზნით რომ სამუდამოდ მოიშოროთ ცელულიტი სხეულის აღნიშნული მიდამოებიდან და გაიმკვრივოთ კუნთები, შემოგთავაზებთ 5 უმარტივეს ვარჯიშს, რომლის ეფექტურობაშიც მალევე დარწმუნდებით:


ვარჯიში #1

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაჯიშია უკანა ზონისა და დუნდულის კუნთის გასამკვრივებლად. დადექით გამართულ პოზიციაში, ხელები თეძოებზე, ფეხები კი ოდნავ განზე. გაჭიმეთ და გადადგით მარჯვენა ფეხი წინ. შემდეგ დაეშვით სანამ მარცხენა ფეხის მუხლით იატაკს არ შეეხებით. ბოლოს კი დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გააკეთეთ იგივე 3-ჯერ, შემდეგ ფეხი შეცვალეთ. აღნიშნული ვარჯიში 15– ჯერ შეასრულეთ.


რჩევა 1: ზურგი დაიკავეთ გამართულად, ბიუსტი კი იატაკის პერპენდიკულარულად.


რჩევა 2: კომპლექსური ვარჯიშის შესრულებისას გამოიყენეთ სიმძიმეები
image

ვარჯიში #2
დაწექით გვერდზე, ერთი ხელი თავქვეშ ამოიდეთ და იატაკს იდაყვით დაეყრდენით, მუხლები ოდნავ მოხარეთ. მენჯი წინ გამოსწიეთ, მეორე ხელი კი თეძოზე დაიდეთ. მუხლები და კოჭები შეატყუპეთ, შემდეგ კი ფეხი გვერდულად ზემოთ ასწიეთ, შეყოვნდით რამდენიმე წამით და დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გაიმეორეთ სამჯერ, მერე გვერდი იცვალეთ. ეს ვარჯიში 10-ჯერ შეასრულეთ.


image
ვარჯიში #3

დადექით გამართული ზურგით, ხელები თავდაცვით პოზიციაში დაიკავეთ. ასწიეთ მარჯვენა ფეხი 30 გრადუსით და შეეცადეთ საჯდომით იატაკისკენ დაიწიოთ. დაუბრუნდით ნელა საწყის პოზიციას. გაიმეორეთ 3-ჯერ და შემდეგ ფეხი შეცვალეთ. სულ 8-10-ჯერ მაინც გააკეთეთ. ეს ვარჯიში საკმაოდ რთული შესასრულებელია და მოითხოვს ბალანსის დაცვას, თუმცა, ძალიან ეფექტურია.


რჩევა: თუ ვერ ახერხებთ ბალანსის შენარჩუნებას, გამოიყენეთ კედელი რათა ხელით დაეყრდნოთ.


image

ვარჯიში #4

დადექით მუხლებზე და ორივე ხელით დაეყრდენით იატაკს ისე რომ იდაყვებში არ მოხაროთ. ზურგი გამართულად დაიკავეთ – იატაკის პარალელურად. მარჯვენა ფეხი მოხარეთ და ასწიეთ ისე მაღლა, როგორც კი შეძლებთ, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას და ფეხი, ამჯერად, გვერდიდან ასწიეთ. შეასრულეთ 3-ჯერ, მერე ფეხი შეცვალეთ. ეს ვარჯიში კეთდება 10-15-ჯერ.


image


ვარჯიში #5

ფეხები დადგით განზე, ორივე ხელი მოათავსეთ თავქვეშ და გამართული ზურგით ჩაჯექით. ახტით თითის წვერებზე და გაჩერდით რამდენიმე წამით. შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. ეს ვარჯიში გააკეთეთ 10-ჯერ.


რჩევა: თუ ვერ ახერხებთ თითის წვერებზე წონასწორობის შენარჩუნებას, დაჭიმეთ მუცლის კუნთები.

image

ამ ვარჯიშის შესრულება უფრო მარტივადაც შეიძლება:


ცელულიტის საწინააღმდეგო სასარგებლო რჩევები:

1. ნუ მიიღებთ ჭარბი რაოდენობით შაქარსა და მარილს!

შაქარი ცხიმოვან უჯრედებში გროვდება და იწვევს მათ გაფართოებას. მარილი კი ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის შეკავებას, რაც აუარესებს ცელულიტის მდგომარეობას. იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოთ ეს ყოველივე, დღეში მხოლოდ 6 ჩ.კ. შაქარი მიიღეთ და მოერიდეთ საკვებს, რომელიც 200 მგ.-ზე მეტ მარილს შეიცავს.


2. დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი!


მიიღეთ დღეში 8-10 ჭიქა წყალი, რადგან ის ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, კანს უფრო მიმზიდველსა და ხავერდოვანს ხდის.


3. ლიპოსაქციით პრობლემას ვერ გადაჭრით!

მოკლებული სანტიმეტრები გავლენას ვერ მოახდენს სხეულის ქსოვილის სტრუქტურაზე, ამიტომ ნამდვილად არ ღირს რისკის გაწევა. ფაქტიურად, თქვენ ამ გზით ვერ მოაგვარებთ ცელულიტთან დაკავშირებულ პრობლემას.



ასევე დაგაინტერესებთ:

ჩინური მედიცინის სასწაული – გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე და გაიუმჯობესეთ თირკმელების მდგომარეობა დღეში 5 წუთიანი ვარჯიშით

ეს 10 წუთიანი ვარჯიში სპორტულ დარბაზში გატარებული 1 საათის ტოლფასია

2
1189
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1189
  
2016, 12 ნოემბერი, 11:20
დიდი მადლობა :)
2016, 11 ნოემბერი, 14:15
საინტერესოა
0 1 2