x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური მკურნალობის მეთოდები და შემთხვევები მედიცინის ისტორიაში

image


მ. დე ლორმე, ექიმი ლუი XIV კარზე, თვლიდა, რომ თევზები დიდხანს იმიტომ ცოცხლობენ, რომ წყალში ორპირი ქარი არ არის. შესაბამისად, მას 6 წყვილი წინდა ეცვა, 4 თავსაბურავი ეფარა და ქვის ღუმელზე ეძინა, თან ირგვლივ ცხელი წყლით სავსე ბოთლები ჰქონდა შემოლაგებული. ის გარეთ ყოველთვის სპეციალური სავარლით ჩნდებოდა, რომელიც მთლიანად ბეწვით იყო დაფარული. დამატებით, პირში გამუდმებით ნიორი ედო, ხოლო ნესტოებში ტეგანის ტოტის ნაწილი. დე ლორმე არასდროს ეხებოდა უმ ხილს და ბოსტნეულს, არც ჯემებს და ნამცხვრებს მიირთმევდა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთფეროვან დიეტაზე იყო: მხოლოდ ცხვრის ენას ჭამდა და ქლიავის სიროფს სვამდა. 87 წლის ასაკში ახალგაზრდა ქალზე იქორწინა. მაგრამ, საბრალო ქალმა ვერ გაუძლო ცხოვრების ასეთ წესს და წელზე ნაკლებ დროში გარდაიცვალა. ხოლო ექიმმა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ 7 წელი იცხოვრა.

imageვინმე ექიმი ჯონ ბრაუნი თვლიდა, რომ ყველა დაავადება მხოლოდ ორი მიზეზით ჩნდებოდა — სიცოცხლის ძალების ნაკლებობის ან მისი ჭარბი რაოდენობით არსებობის გამო. სიცოცხლის ძალების ნაკლებობას, ის ალკოჰოლით მკურნალობდა, ხოლო მოჭარბებას — ოპიუმით. ექიმი და მისი მკურნალობის მეთოდები, პაციენტებს შორის, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ მალე გარდაიცვალა. ალბათ, ზედმეტი თვითმკურნალობის მიზეზით.

imageფრანგი ექიმი ფრანცუა ბრუსეისი თვლიდა, რომ ყველა ავადმყოფობის თავი და თავი ნაწლავების ანთება იყო. ის ყველას წურბელებით მკურნალობდა და იმ დროს ეს მეთოდი იმდენად პოპულარული იყო, რომ 1824–27 წლებში, ქვეყანაში წურბელების დეფიციტი შეიქმნა და მათი ექსპორტირება გახდა საჭირო (წელიწადში 30 მლნ. რაოდენობით).

image

რობერტ ლისტონი, ყველაზე სწრაფი ქირურგი იყო ლონდონში, XIX საუკუნეში. მაგ., მას ფეხის ამპუტაცია 2, 5 წუთში შეეძლო. ერთხელ რეკორდებზე გამოკიდებული ექიმი ისე ჩქარობდა, რომ მამაკაცს ფეხთან ერთად, ერთი სათესლე ჯირკვალიც მოაჭრა და საკუთარი ასისტენტის ორი თითიც ზედ მიაყოლა.

imageსანტიაგო რამონ და კახალი (ესპ. sanˈtjaɣo raˈmon i kaˈxal) პატარა რომ იყო, მამასთან ერთად ხშირად დადიოდა სასაფლაოზე, სადაც ისინი მიცვალებულის ძვლებს იპარავდნენ, რომ ბიჭს უკეთესად ესწავლა ანატომია. ასეთმა “სეირნობამ" ნამდვილად გამოიღო შედეგი — ბიჭუნა გაიზარდა და ყველაზე ცნობილი ნეირობიოლოგი გახდა მსოფლიოში. მან 1906 წელს ნობელის პრემიაც კი მიიღო, ნერვული სისტემის სტრუქტურის შესწავლისთვის.

0
252
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0