ისტორია მეორე მსოფლიო ომის 5 ყველაზე ცნობილი ჯაშუში! 2016, 21 ოქტომბერი, 15:52 ომიანობის პერიოდში ჯაშუშობა პროფესიას წარმოადგენდა. ჯერ მხოლოდ ამერიკის
შეერთებულ შტატებს, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას 13 000 დაქირავებული
ჯაშუში ჰყავდა. ამ ჯაშუშთაგან რამოდენიმემ ჩვენამდეც მოაღწია, რადგან ისინი
ყველაზე ცნობილი ჯაშუშები იყვნენ. წარმოგიდგენთ მეორე მსოფლიო ომის 5 ყველაზე ცნობილ ჯაშუშს!
1. ფრედა ჟოზეფინ მაკ-დონალდი 1906 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სტ-ლუისში დაიბადა ფრედა ჟოზეფინ მაკ-დონალდი. იზრდებოდა ძალიან ღარიბ ოჯახში, მაგრამ მას კარგად გამოსდიოდა ცეკვა. მაკ-დონალდი ამერიკის საცეკვაო ტურებზე გაემგზავრა, სადაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 1925 წელს საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და სტ-ლუისიდან საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადავიდა. იგი ევროპაში ჯაზის თაობის სიმბოლო გახდა. მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ფრედა ჟოზეფინ მაკ-დონალდი მაინც გახდა ფაშისტების რასიზმის მსხვერპლი. მაგრამ ის მორალურად ძლიერი გოგონა იყო. წამოიწყო რა ფაშისზმის წინააღმდეგ გამოსვლები საფრანგეთში. მსახიობობით მოსარგებლე გოგონა, ევროპის ოთხივე მხარეს ეჭვგარეშე მოგზაურობდა. ეს შანსი საკმაოდ კარგად გამოიყენა, შეაგროვა სამხედრო და პოლიტიკური ინფორმაციები და გადასცა მეამბოხეებს. ამ ყველაფერთან ერთად, შეიფარა ათასობით ებრაელი, რომლებზეც სიკვდილის ბრძანება იყო გაცემული, ფაშისტური გერმანიის მიერ. 2. გრაჰამ გრინი გრაჰამ გრინი დაიბადა ინგლისში. 1941წელს, MI6 -ში დაიწყო მუშაობა(MI6 - ბრიტანული სადაზვერვო სააგენტო). 1 წლის განმავლობაში გაგზავნილი იყო აფრიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყნის, სიერა ლეონის ქალაქ - ფრითაუნში. მას ევალებოდა იმ გემების პოვნა, რომლებიც აფრიკიდან გერმანიაში იგზავნებოდა. წარმატებული მუშაობის შემდეგ, 1943 წელს გრინი ლონდონში დაბრუნდა. მან სამსახური თავის პროფესიაზე გააგრძელა, თანამშრომლობა დაიწყო ჰეროლდ კიმ ფილბისთან. გრიმი იყო ასევე ერთ-ერთი ცნობილი მწერალი. მისგან დღემდე შემორჩენილია მხატვრული ლიტერატურის შემდეგი შედევრები: The Quiet American, Our Man in Havana, comedians, Honorary Consul და ა.შ... 3. როულდ დალი ნორვეგიელი ჯაშუში და მწერალი, რომელიც 1916 წლის 13 სექტემბერს დაიბადა, ხოლო 1990 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. მის ყველაზე ცობილ ნაწარმოებს წარმოადგენს - "ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა". როულდ დალი ასევე წარმატებული ჯარისკაცი იყო, მონაწილეობას იღებდა სამეფო საჰაერო ძალებში. ერთ-ერთ მისიის დროს მისი ვერტმფრენი აფრიკის უდაბნოში ჩამოვარდა, სადაც მის სამხედრო კარიერას წერტილი დაესვა. 1942 წელს, იგი დაინიშნა ბრიტანეთის ელჩად ვაშინგტონში. აქედან შეუერთდა ბრიტანულ ჯაშუშთა ქსელს. ამ ქსელის კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენილი იყო "ჯეიმს-ბონდის" შემოქმედი - იან ფლემინგი. მის მისიას წარმოადგენდა პროპაგანდა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებულ შტატებს მონაწიელობა უნდა მიეღო გერმანიის წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომში! 4. მორის ბერგი დაიბადა 1902 წლის 2 მარტს, ხოლო გარდაიცვალა 1972 წლის 29 მაისს. პერიოდის ყველაზე ჭკვიან ბეისბოლისტად იქნა აღიარებული. დაბადებული იყო ნიუ-იორკში, მაგრამ უკრაინაში მიგრირებული. ჰქონდა უმაღლესი განათლება, კარგად ფლობდა თანამედროვე ენებს. თამაშობდა - Chicago White Sox, Cleveland Indians, Washington Senators-სა და Boston Red Sox-ში. 1942 წელის, როდესაც აშშ მეორე მსოფლიო ომს შეუერთდა, მორის ბერგმაც გადაწყვიტა სამხედრო ფორმის ჩაცმა. შეისწავლა საბრძოლო ხელოვნება. ფაშისტური გერმანიის შესახებ საინტერესო ინფორმაციას დაეუფლა ევროპიდან. განსაკუთრებით ატომური ბომბის შესახებ, რომელიც აშშ-ს გადასცა. 1944 წელს ბერგი გაგზავნილ იქნა შვეიცარიაში. მას დაავალეს გერმანელი ფიზიკოსის, ვერნერ ჰაიზენბერგის მოკვლა. როდესაც ბერგმა შეიტყო იმის შესახებ, რომ გერმანელები ვერ აკეთებდნენ ატომურ ბომბს, მან გერმანელი ფიზიკოსის მკვლელობაც გადაიფიქრა. 5. ჯულია ჩაილდი ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი ჯაშუში. დაიბადა ლოს ანჯელესში (კალიფორნიის შტატი), სადაც დაიწყო მუშაობა თვითმფრინავების განგაშების სერვისში. სამსახუროებრივ მოვალეობას ყოველთვის წარმატებულად ასრულებდა. მისი დამსახურებით რამოდენიმე მტრის ფერტმფრენი ჩამოაგდეს. შემდეგ, ჯულია ვაშინგტონში გადავიდა, სადაც მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის წევრი გახდა. ჯულია ჩაილდმა მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში იმუშავა ძალიან ბევრ სადაზვერვო სამსახურთან! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 833 15-ს მოსწონს |
იმედია ჩემი კომენტარი საყვედურად არ მიგიღია (არც მიფიქრია საყვედურის თქმა)
უბრალოდ მართლა ძალიან საინტერესო თემაა და მაგის აღნიშვნა მინდოდა :-))
რაც ყველაფერი კარგი არ ყოფნის ადამიანს ეს თემაც ეგრე იყო