x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
საკვები სოდა უნაკლო სახის კანის მისაღებად. შედეგი გაგაოცებთ!

image
თუ სურვილი გაქვთ საგრძნობლად გაიუმჯობესოთ თქვენი კანის მდგომარეობა, აუცილებლად უნდა სცადოთ სოდის გამოყენების შემდეგი გზები, რომელიც დაგეხმარებათ უნაკლო, ხავერდოვანი და ახალგაზრდული სახის კანის მისაღებად.


საკვები სოდა და წყალი

საკვები სოდა საკმაოდ ძლიერი საშუალებაა პირის დასაბანად – ეხმარება მკვდარი უჯრედების, ჭუჭყისა და ცხიმისგან კანის გაწმენდას. ასუფთავებს რა ფორებს, ხელს უშლის აკნეს განვითარებას სახეზე.

აიღეთ ცოტაოდენი საკვები სოდა და დაუმატეთ წყალი, აურიეთ სანამ პასტისებურ მასას არ მიიღებთ. კანი დაისველეთ თბილი წყლით და ნაზი, წრიული ხელის მოძრაობით სახეზე წაისვით. შემდეგ დაიბანეთ ასევე თბილი წყლით.


საკვები სოდა შვრიასთან ერთად, ასევე, კანის ძლიერი გამწმენდი საშუალებაა. შეგიძლიათ ადვილად მოამზადოთ სოდის, შვრიისა და წყლის ნაერთი მათი თანაბარი პროპორციებით შერევის მეშვეობით. მიღებული მასა ხელის თითებით წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით. გარდა კანის აქერცვლისა, ის აქრობს შავ წრეებს თვალის ქვეშ.


საკვები სოდა და ლიმონი


საკვები სოდა ლიმონთან ერთად წარმოადგენს თქვენი კანის საკმაოდ ეფექტურ სადეზინფექციო საშუალებას – წმენდს ცხიმიან კანს, ამცირებს ასაკობრივ ლაქებს და კანს თანაბარ ელფერს აძლევს.


ჩაყარეთ 2 ს.კ. საკვები სოდა და 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი ჭიქაში. შეავსეთ ჭიქის 1/4 ლიმონის წვენით და ყველა ინგრედიენტი აურიეთ კარგად. დაიბანეთ სახე და ფრთხილად წაისვით ოდნავ ტენიან კანზე. დაიტოვეთ 10 წუთის მანძილზე, შემდეგ კი სახე თბილი წყლით დაიბანეთ.


საკვები სოდა და ქოქოსის ზეთი


ქოქოსის ზეთი კარგი დამატენიანებელი საშუალებაა. საკვებ სოდასთან კომბინირებულად კი კანს არბილებს. ეს ნაერთი ეფექტურია მშრალი კანის სამკურნალოდ, ასევე, კანის ნებისმიერი ანთებითი პროცესის შესამცირებლად. მის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ თანაბარი რაოდენობით შეურიოთ ერთმანეთს. იმ შემთხვევაში თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, უნდა გააორმაგოთ ქოქოსის ზეთის დოზა. ამ ორი ინგრედიენტის შერევის შემდეგ, წაისვით მიღებული მასა სახეზე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი დაიბანეთ თბილი წყლით.


0
3943
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
3943
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0