საბუნებისმეტყველო აღმოჩენილია უზარმაზარი ნეფრიტის ქვა,რომლის ფასი 140 მილიონი დოლარია 2016, 19 ოქტომბერი, 9:35 მიანმარში(სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.) მაღაროელებმა აღმოაჩინეს მსოფლიოში სიდიდით მეორე თვითნაბადი ნეფრიტის ქვა, რომლის ფასიც დაახლოებით 140 მილიონი დოლარია.აღსანიშნავია, რომ მაინმარში ნეფრიტის და მასთან ახლოს მყოფი ჟადენიტის საუკეთესო ეგზემპლიარები მოიპოვება, მისი მოპოვება ქვეყნის შიდა პროდუქტის თითქმის ნახევარს შეადგენს, ხოლო იმპორტიორი პირველ რიგში ჩინეთია. ქვის სიმაღლე 2, 7 მეტრია, სიგანე 5, 4 მეტრი ხოლო წონა მიახლოებით 175 ტონა. 2004 წელს ხანხაის საგაზაფხულო აუქციონზე გამოტანი იქნა 200 უძველესი ნეფრიტისგან დამზადებული ნივთი(ხუნტანის კულტურიდან დაწყებული და ცზინის დინასტიით დამთავრებული.)ნეფრიტისგან შემოსული მთლიანი თანხა 23, 9 მილიონი ევრო შეადგინა. მაინც რატომ ღირს ასე ძვირი ნეფრიტის ქვა? ნეფრიტი ნახევრადგამჭვირვალე ქვა მისი ფერი თეთრიდან მოყოლებული და მწვანე ფერის ყველა ტონალობით დამთავრებული.მინერალი სილიკომანგანუმის შემცვლელია, მასში დამატებულია რკინა, ქრომი, ნიკელი და ვანადიუმი.დიდი ხნის განმავლობაში ბირმა ითვლებოდა ნეფრიტის #1 მომპოვებლად, რომლის ექსპორტი ჩინეთში გაჰქონდათ.თუმცა ნეფრიტს შუა აზიაში, ევროპაში, რუსეთში და ინდოეთშიც მოიპოვებდნენ. ჩინური იეროგლიფ 玉-ს თუ ვთარგმნით ნეფრიტი ნიშნავს "კეთილშობილის", "ძვირფასს", "სუფთას".მას "სიცოცხლის ქვასაც" უწოდებენ".თანამედროვე ჩინური მინერალოგია გამოყოფს ორი სახეობის ნეფრიტს:რბილი და მკვრივი. ნეფრიტი არის მათი ეროვნული ქვა.ჩინეთში ზოგჯერ ნეფრიტი ოქროზე და ვერცხლზე მეტად ფასობს, რადგან მათ სჯეროდათ, რომ ამ ქვას კეთიდღეობა მოჰქონდა. არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია, რომ ჩინელები ამ ქვას ჯერ კიდევ 8000 წლის წინ იცნობდნენ.ისინი იყენებდნენ ამ ქვას იარაღის შესაქმნელად, ამზადებდნენ ორნამენტებს.სარიტუალო საგნებს, თილისმებს. ნეოლითის ბოლო პერიოდში 6500 წლის წინ ჩინეთში ნეფრიტი უკვე წმინდა ქვად ითვლება.იგი სულის, სიბრძნის და დახვეწილობის სიმბოლო გახდა.იგი ფულზე არ იცვლება, რადგან სულიერ ღირებულებაზე ასოცირდება. 796 9-ს მოსწონს 1-ს არა
|