x
image
მადამ ფისუნია
კინოპოლიტიკა აშშ-ში 30იან წლებში

imageროდეაც ხმოვანი კინოს ბუმმა გადაიარა, ჰოლივუდსაც მოედო ეკონომიკური დეპრესია. კინოკომპანიებს სეროზული საფრთხე დაემუქრათ, თუმცა მათ დროეულად მოახერხეს სათადარიგო ზომების მიღება და სიტუაციიდან გამოსვლა ახალი ინვესტორების მიზიდვით. კინოკომპანიების ორი მთავარი დაჯგუფება შეიქმნა. პირველში იყვნენ „პარამაუნდი“ „მეტრო-გოლდვინ-მაიერი“, „ფოქსი“, „უორნენ ბრაზერსი“, და „არქეიოუ“ - მათ „დიდი ხუთეული“ ეწოდა და მათ ჰქონდათ ვერტიკალურად ინტეგრირებული სტრუქტურა (წარმოება, დისტრიბუცია, და დემონსტრაცია), ხოლო მეორე ჯგუფში ის კინოკომპანიები იყვნენ, რომლეთაც ეს სტრუქტურა არ ჰქონდათ. ესენი იყვნენ - „იუნივერსალი“, „იუნაიტედ არტისტი“, „ქოლამბია“ („პატარა სამეული“) . „პატარა სამეულს“ მხოლოდ საკუთარი კინოდარმაზები არ ჰქონდათ.
„ქოლამბიამ“ და „უნივერსალმა“ მოიფიქრეს ახალი კურსი - გადაწყვიტეს ეკეთებინათ დაბალრისკიანი და დაბალბიუჯეტიანი ფილმები, რომელთაც „ბ“ კლასის ფილმები უწოდეს. ამ ფილმებს დიდი რაოდენობით აკეთებდნენ და ხანგრძლივობაც ერთ საათამდე იყო, ამიტომაც კინოდარბაზებში ხშირად უშვებდნენ, რის გამოც პოპულარული გახდა და სხვა კინოკომპანიებმაც დაიწყეს „ბ“ კლასის ფილმების კეთება.
მუზიკლები აღარ იყო პოპულარული, მაგრამ საშინელებათა ფილმები წამოიწია წინ. ერთ-ერთი მაგალითია „უნივერსალის“ „დრაკულა“, ასევე „ფრანკენშტეინი“ და სხვ.
თუმცა მოგვიანებით ახალი ტიპის მუზიკლები გამოჩნდა, რამაც მუზიკლების პოპულარობა გაზარდა. უფრომ ეტად ახალ მუზიკლებში აქცენტი გაკეთდა სასიყვარულო ისტორიაზე, რამაც ძალიან გაამართლა. „არქეუმ“ დასაბამი დაუდო ფრედ ასტერისადა ჯინჯერ როჯერსის წყვილს, რომლებსაც ყველა მუზიკლში აცეკვებდნენ და შემდგომ ლეგენდარულ წყვილად იქცნენ. (მუზიკლების მაგალითები -„42-ე ქუჩა“, „რამპის აღლუმი“)
პრობლემატური იყო განგსტერული ფილმები, რომლებსაც მორალის დამცველები ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. საბოლოოდ კინოკომპანიებს მოუწოდეს რომ ფილმს შესავალში ჰქონოდა გაფრთხილება, რომ ეს გმირები იყვნენ მკვლელები, არამზადები და რომ ისინი საბოლოოდ დაიღუპებოდნენ და არავითან შემთხვევაში არ შეიძლებოდა მათი მიბაძვა. ეს რჩევა ჰოლივუდმა გაითვალისწინა და ზოგიერთ ფილმებზე იყო ასეთი გამაფრთხილებელი წარწერა. განგსტერული ფილმების უმეტესობა დაბალი დონის იყო, თუმცა კარგი ნამუშევრებიც გამოერეოდა, როგორიცაა „საზოგადოების მტერი“.
განგსტერული ფილმების თემატიკა ემყარებოდა გაზეთიდან აღებულ ქრონიკებს. ხშირად სცენარებს ჟურნალისტებიც წერდნენ. მაგალითად ბენ ჰექტი, რომელმაც დაწერა სცენარი „სახენაიარევისთვის“
ასევე მიმდინარეობდა მუშაობა კინოფირის გასაფერადებლად, თუმცა სრულყოფილ მიზანს ვერ აღწევდნენ. „კოდაკმა“ შეიმუშავა „სონოქრომის“ სისტემა და ჰერბერტ კალმუსმა ორფეროვანი „ტექნიქოლორი“.
რაც შეეხება კინოკომოედიებს. ზოგიერთი კომიკური მსახიოებები აეწყბენ ხმოვან კინოს და ისინი დარჩნენ კინოკომედიებში, თუმცა აახალი სახეებიც შეემატნენ, რომელთა შორის აღსანიშნავია ოთხი ძმა: გრაუჩო, ჰარპო, ჩიკო და ზეპო მარქსები. მათ კინოკომოედიებს ძალიან დიდი შემოსავალი მოჰქონდათ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ხელისუფლების მიერ შემოშავებულ ეროვნული ინდუსტრიალის განახლების აქტს. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ძირითადი მრეწველობების დახმარება და მათ შორის კინოწარმოებაც შევიდა. ასევე ბანკებიც ძალიან ეხმარებოდნენ კინოწარმოებას, ამიტომაც ამერიკულმა კინომ მოახერხა რეორგანიზაცია. აშშ-ის კინოპროდიუსერებისა და დისტრიბუტორების ასოციაციის პრეზიდენტმა უილ ჰეისმა კინოსი კათოლიკური ეკლესია მოიხმო. ეკლესია დაევალა მორალური კონტროლი კინოზე.
საეპისკოპოსო კომიტეტმა დაარსა „წესიერების ლეგიონი“, სადაც ქრისტიანული მორალის არ დარღვევაზე ზრუნავნდნენ ფილმებსი. ამის გამო ჰოლივუდმა შექმნა თვითცენზურა - „ადმინისტრაციის საწარმოო კოდექსი“, რომლის გარეშეც ვერც ერთი ფილმი ვერ გადიოდა ეკრენებზე. აკრძალული იყო ბოროტების ან ცოდვის პოზიტიურად ჩვენება, განგსტერი უნდა ყოფილიყო გარემოებების მსხვერპლი და ა.შ. ეს ყველაფერი კი ჰოლივუდის სტანდარტებში ჩაჯდა და სიტუაცია დარეგულირდა.
ფინანსური დაწესებულებები უფრო მეტად აკონტროლებდნენ ჰოლივუდს, რადგანაც ისინი იყვნენ ინვესტორები და ფაქტიურად ისინი მართავდნენ კინოკომპანიებს თავიანთი მენეჯერებით. ეს მენეჯერები იყვნენ ნიუ-იორკში და იქედანაკონტროლებდნე კომპანიების საქმიანობას, ხოლო მათი მოადგილეები ჰოლივუდში იყვნენ ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობაზე და ასრულებდნენ მენეჯერების მიერ მიღებულ მითითებებს.
ვესტერნები ხმის შემოსვლის შემდეგ ნაკლებად პოპულარული იყო, რადგაც სხვა ჟანრებს უფრო მეტად ექცეოდა ყურადღება. თუმცა, ვესტერნებსაც იღებდნენ, ოღონდ ძალიან დაბალი ხარისხის. ვესტერნის ვარსკვალვები „ბ“ კლასის ფილმებში თამაშობდნენ. ახალმა კომპანია „რიფაბლიქმა“ მოიწვია მომღერალი ჯინ ოტრი და „მომღერალი კოვბოი“ დაარქვა. ათამაშა ახლებურ ვესტერნში, სადაც გიიტარით უმღეროდა შეყვარებბულს დამისი იარაღის გიტარა იყო.
აშშ-ში იღებდნენ „ამერიკული ოცნების“ ფილმებს. ესენი იყო გასართობი და სახალისო ფილმები ან გამოგონილი და მძაფრი სიუჟეტის ამბები. შეგნებულად არიდებნენ არსებული სოციალური ვითარების ჩვენებას თავს, თუმცა ზოგიერთ კინოსურათში ეს ყველაფერი ჩანდა, მაგალითად მაიკლ კერტიზის „შავი რისხვა“.
ასევე 30-იან წლებში კინოკომპანიებში წამოვიდა ახალი ტენდენცია - იქმნებოდა გადამღებუ ჯგუფების დაჯგუფებები. იკრიბებოდა ერტი და იგივე რეჟისორების მსახიობების ოპერატორების, სცენარისტების და ა.შ. ჯგუფიდა ისინი მუშაობდნენ სულ ერთად. ამ ტენდენციამ გაამართლა, თუმცა ეს დაჯგუფებები უფრო მეტს მუშაობდნენ, ერთმანეთისთვის რომ ეჯობებინათ.
კინოვარსკვლავებს კი უფლებები შეუმცირეს. ნაკლები პრივილეგიები და საქონტრაქტო პიროვები გამკაცრებული ჰქონდათ. ჰონორარსაც ნაკლებს უხდიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გამოჩენას ბევრი მოგება მოჰქონდა.
საბოლოო ჯამში 30-იან წლებში ამერიკული კინო საკმაოდ წარმატებული იყო და ევროპაშიც წარმატებით გაქონდა თავისი კინოპროდუქცია, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყება ყველაფერს შეცვლისდა მხოლოდ დიდი ბრიტანეთი დარჩება ამერიკული კინოს მომხმარებელი. ამერიკა კი ამ პერიოდში აქცენტშ ლათინოამერიკულ ქვეყნებზე გააკეთებს.

0
30
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0