x
image
მადამ ფისუნია
კინოპოლიტიკა აშშ-ში 40-იან წლებში

image40-იან წლებში ამერიკა ჩაება ომში და მისი ფინანსურ-საწარმოო გეგმები მთლიანად შეიჩვალა. თუ ადრე ჰოლივუდურ ფილმებს ებრძოდა, ახლა პირიქით - ჰოლივუდი სჭირდებოდა პროპაგანდისტული ფილმებისათვის. ამიტომაც კინოკომპანიებმა დაამატეს საომარი ფილმები. კინოსურათები იყო ჯაშუშებზე, სასიყვარულო ისტორიაზე, სადაც წყვიელბი სამშობლოსადმი მოვალეობის აღსრულების მიზნით ერთმანეთს შორდებოდნენ და სხვ. საომარმა ფილმებმა ძალიან გაამართლა. მაყურებელს იმდენად მოსწონდა რომ იმ პერიოდისათვის კინოთეატრებში კვირაში 85 მილიონი მაყურებელი დადიოდა.
თავდაპირველად საომარ ფილმებში ამერიკელებს მოწინააღმდეგეები უვიცარ და მშიშრებად გამოჰყავდა, თუმცა მერე შეეცადნენ რომ მაქსიმალურად რეალობასთან ყოფილიყო ახლოს კინოსურათები, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია „საგუშაგო რაინზე“
ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ამ პერიოდში ამერიკის კინოისტორიაში. კინოკომპანიებში მომუშავე ხალხმა დაიწყო პროტესტები არსებული პირობების წინააღმდეგ და მათ შორის იყვნენ კინოვარსკვლავებიც, რომლებიც საკონტრაქტო პირობებს აპროტესტებდნე. და პირველი ვინც კინოკომპანიებს გამოეყო და საკუთარი აგენდი დაიქირავა და ისე იღებდა შემოთავაზებებს იყო - ოლივია დე ჰევილენდი.
1947 წელს აშშ-ის კონგრესის ანტიამერიკული საქმიანობის შემსწავლელი კომიტეტი დაინტერესდა ჰოლივუდით. კომიტეტმა გამოიძახა მოწმეები ჰოლივუდიდადნ და დაუსვევს კითხვა - იყვნენ თუ არა კომუნისტური პარტიის წევრი, თუმცა უმეტესობამ ამ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. ამიტომაც კონგრესმა ისინი უპატივცემულობის გამო ერთი წლით დააპატიმრა და ზოგიერთი, ამ ერთი წლის გასვლის შემდგომ საერთოდაც მოკვეთა კინოდა. მართალიან ამ მოვლენას ოპოზიციაც ჰყავდა, მაგრამ რეალურად ვერაფერი მოხერხდა.
საბოლოოდაც უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს რომ „დიდმა ხუთეულმა“ უნდა გაყიდუს საკუთარი კინოდარბაზები, რითაც მის მონოპოლიას მოეღო ბოლო. კინოს გამოუჩნდა კონკურეტი ტელევიიზიის სახით, თანაც მოსახლეობის ნაწილი გარეუბნებში გადადიოდა საცხავრებლად და მათ სულაც არ სურდათ ცენტრში კინოთეატრში სიარული, არამედ სახლში ჯდომა და ტელევიზორის ყურება.
თუმცა ამერიკულმა კინომ მოახერხა და ამ ყველაფერთან ადაპტირდა. ზოგიერთმა კინოკომპანიაბ, კინოდარბაზების გაყიდვით აღბული ფული ტელევიზიაში ჩადო მაგალითად.

0
16
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0