კინო მუსიკა იაპონურ ანიმეში 2021, 14 ოქტომბერი, 20:34
ანიმე – წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს . იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად. როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე ანიმეშიც ემოციების გადმოსაცემად და მაყურებელის ხასიათზე ზემოქმედებისათვის აქტიურად გამოიყენება ხმა და მუსიკა. ანიმეს ტრანსლაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოიცემა ამ სერიალის საუნდტრეკები და ხშირად ისინი კონკურენციას უწევენ მომღერალთა ტრადიციულ მუსიკალურ ალბომებს. ამიტომ, ანიმესთვის სიმღერების შესასრულებლად და მუსიკის დასაწერად უმთავრესად ცნობილ ჯგუფებს და კომპოზიტორებს იწვევენ. ფილმის (ან სერიის) დამწყები და დამასრულებელი სიმღერები ნაწარმოების „სავიზიტო ბარათია“ და მათ ჩვეულებრივ ცნობილი პოპ-მუსიკოსები და ჯგუფები ასრულებენ. ორივე კომპოზიცია ნაწარმოების განუყოფელი ნაწილია — დამწყების მიზანია შეუქმნას მაყურებელს შესაბამისი განწყობა სერიალის ყურებისათვის, აგრძნობინოს, თუ რას უნდა ელოდოს სერიალისაგან. დამასრულებელი კომპოზიცია ხშირად დამწყებზე უფრო წყნარია, მისი მიზანი სერიის შედეგების შეჯამებაა. ანიმეს საუნდტრეკებისათვის დამახსიათებელია ისეთი მოვლენა, როგორიცაა „თემატური მუსიკა“ — როდესაც რაიმე მოვლენისას ან რომელიმე პერსონაჟის მოქმედებისას ისმის შესაბამისი მუსიკა. მაგალითად, მუსიკა რომელიც ისმის ბრძოლების განმავლობაში შეიძლება იყოფოდეს ბრძოლის ადგილმდებარეობის მიხედვით — თუ ბრძოლა მიმდინარეობს ტყეში — მუსიკა ერთია, თუ ქალაქში — მეორე. ან შეიძლება იყოფოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი პერონაჟი მონაწილეობს ბრძოლაში (ამის კარგი მაგალითია სერიალი ”Mai Hime” — მასში ყოველ პერსონაჟს აქვს თავისი საკუთარი თემა, რომლებიც ამ პერსონაჟების ბროლისას ისმის). ჩვეულებრივი საუნდტრეკების გარდა, ხშირად გამოიცემა სპეციალური ალბომები, რომლებიც მაგალითად, ცალკეული პერსონაჟებისადმია მიძღვნილი — ამ ტიპის ალბომებში შედის რამდენიმე სიმღერა, რომლებსაც ამ პერსონაჟის გამხმოვანებელი სეიუ ასრულებს, რის შედეგადაც მსმენელს უჩნდება გრძნობა რომ სიმღერები პერსონაჟს ეკუთვნის. ამ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად სიმღერები ხშირად შერჩეულია პერსონაჟის ხასიათის და გემოვნების გათვალისწინებით. ასევე ამ დისკებზე შეიძლება იყოს ინტერვიუები პერსონაჟების სეიუებთან, პერსონაჟის მიერ წარმოთქმული მონოლოგები დ. ა. შ. ამის გარდა ხშირია აუდიო დამატებები სერიალისათვის — მოკლე რადიო-წარმოდგენები, სერიალის პერსონაჟების მონაწილეობით, რომელებიც ხშირად კომედიური ხასიათისაა და ნაწარმოების მთავარ სიუჟეტთან არაა დაკავშირებული. ნანა- ანიმე რომელიც არავის დატოვებს გულგრილს ეს არის ანიმე ორ გოგონაზე, რომელთაც საერთო სახელი აქვთ - ნანა. ისინიც და მათი პრობლემებიც რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ მეგობრობენ. ერთ-ერთი ნანა არის როკ ჯგუფის სოლისტი, ანიმეს მიმდინარეობისას ჩვენ შევხვდებით არაჩვეულებრივ როკ კონცერტებს, თავისი შესანიშნავი მუსიკით. ანიმეს “ოპენინგი” კი შეუდარებელი ნაზავია ინგლისურისა და იაპონური ენის.. ანიმე საკმაოდ დრამატულია, მისი არცერთი სერია მაყურებელს გულგრილს არ ტოვებს.დარწმუნებული ვარ, ვინც ამ ანიმეს ნახავს, ძალიან დიდხანს იქნება ჯგუფ “blast”-ის (რომელიც სინამდვილეში არ არსებობს) და მისი სოლისტი ნანას (სინამდვილეში ანა ცუჩიას) დიდი გულშემატკივარი და სიამოვნებით მოუსმენს ყველა მის სიმღერას, პირადად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სიმღერამ “kuroi namida”, ტოკიოს 8 ბალიანი – მხიარული ენდინგი, სევდიანი ანიმე ეს არის ანიმე და–ძმაზე, რომლებსაც მარტოს მოუწევთ წასვლა ტოკიოში რობოტების გამოფენაზე, იქ კი დიდი, 8 ბალიანი მიწისძვრის გამო, ბავშვები ერთმანეთს დაკარგავენ. საბოლოოდ უფროსი და იპოვის პატარა ძმას. ერთი კეთილი ქალის დახმარებით ბავშვები ერთად ცდილობენ შინ დაბრუნებას და ქალაქის ნანგრევებში იკვლევენ გზებს.. დას კოშმარული ხილვები და სიზმრები აწუხებს მთელი მოგზაურობის განმავლობაში. ანიმე ძალიან მძიმე და სევდიანია, თუმცა ყველა სერიაში ვხვდებით თავგადასავლებს, რომლებსაც და-ძმა ერთად გადიან. მშობლებზე განაწყენებული გოგონა, მათზე უზომოდ შეყვარებული ხდება, აცნობიერებს და ხვდება ყველაფერს რაც ოდესღაც არ ესმოდა, ას ეს მოგზაურობა ზრდის და იწყებს ფიქრს უფროსი ადამიანივით, ზრუნავს უმცროს ძმაზე და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ანიმეს თითქმის ყველა სერია ცრემლების მომგვრელია, აუცილებლად მოგანიჭებთ ღიმილს მისი “ენდინგი”, რომელიც საოცრად პოზიტიური და სასიამოვნო მელოდიითაა წარმოდგენილი. როიალი ტყეში ესაა ანიმე ფილმი 2 რადიკალურად განსხვავებული ბავშვის შესახებ, ერთი მდიდარი ოჯახის შვილია და მთელი ცხოვრება პიანინოს შეალია. ნაცვლად იმისა, რომ თანატოლებთან ეთამაშა, ის გამუდმებით როიალზე უკრავდა. მისი მეგობარი კი - ხულიგანია ღარიბი ოჯახიდან, რომელსაც როიალი მხოლოდ ტყეში აქვს ნანახი. (უცნაურია, რომ დიდი ხნის წინ ტყეში მიტოვებული როიალი ხმას მხოლოდ მისი შეხებისას გამოსცემს, თუმცა ნოტები არასოდეს უსწავლია, მას სმენით შეუძლია დაუკრას ისეთი რთული ნაწარმოებები როგორიცაა მოცარტის და ბეთჰოვენის, ბახის და სხვათა რეპერტუარი) როგორც აღმოჩნდება ტყის როიალი მათი მუსიკის მასწავლებელს ეკუთვნოდა, რომელიც ერთ დროს კონსერვატორიის საუკეთესო სტუდენტად, ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებოდა, რომელზეც გიჟდებოდნენ თანატოლი გოგონები. მაგრამ ხელის ტრამვის გამო დაკვრა შეწყვიტა. ამ ანიმეში ვხვდებით არაჩვეულებრივ ნაწარმოებთა იდეალურ შესრულებებს და გულთბილ, მეგობრულ ურთიერთობებს. Phantom ~ Requiem for the Phantom ანიმე სერიალი, ძალიან ემოციური და გამაოგნებელი თემატიკითა და მელოდიებით, რომელიც, ალბათ ყველაზე უგულო ადამიანსაც კი აატირებს, ესაა დრამა დრამათა შორის. რასაც სიმძაფრეს მატებს არაჩვეულებრივი იაპონელი კომპოზიტორის, ნანასე ჰიკარუს ამაღელვებელი რეპერტუარი. elfen lied ლუსი, გენეტიკურად მოდიფიცირებული არსებაა – ეგრეთწოდებული დიკლონიუსი. ის გამოიქცა განსაკუთრებული იზოლატორიდან, რომელშიც დიკლონიუსებს იკვლევდნენ. მეხსიერებადაკარგული ლუსი განიცდის პიროვნების გაორებას, იგი გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი მოზარდი გოგონა… ამიტომ მას შეიფარებს ძალიან კეთილი ახალგაზრდა წყვილი. მოვლენები აქაც დრამატულად ვითარდება და ვხვდებით უამრავ ღრმად ემოციურ მომენტებს, ლუსისა და მისი შემფარებლების წარსულიდან. რომელიც აუცილებლად აგატირებთ. მნიშვნელოვანია ამ ანიმეს ოპენინგი, რომელიც ანიმეს მთლიანად გასდევს ფონად. ეს არის მელოდია სახელწოდებით lilium. რომელიც აღვიძებს ყველა ემოციას და ამძაფრებს შეგრძნებებს. სიკვდილის აღლუმი ანიმეს ყოველი სერია ახალი ისტორიაა. გასაიდუმლოებულ ბარში ორი კლიენტი შემოდის, რომლებსაც მეხსიერება დაზიანებული აქვთ და ისიც კი არ ახსოვთ აქ როგორ მოხვდნენ. ბარმენი სახელად დეკიმი, მათ სთავაზობს მიიღონ მონაწილეობა თამაშში სახელად "სიკვდილის თამაში".... ამის შემდეგ კი მრავალ დეტალს ვიგებთ ამ ადამიანთა პიროვნების შესახებ. თუმცა, ყველაზე საინტერესოა იდუმალი გოგონა, რომელიც აკვირდება თამაშების მიმდინარეობას. ამ ანიმეს ენდინგი ნამდვილად ძალიან ლამაზი და ჰარმონიული მელოდიაა, თუმცა ჩემთვის პირადად ყველაზე ღრმად ემოციურია ერთ ერთი ფინალური სცენის მელოდია რომლის სახელწოდებაცაა მუნლიტ ნაით... და რომელიც ვერავის დატოვებს გულგრილს. მკვლელი აკამე ტაცუმი ერთი ჩვეულებრივი, ბიჭია, რომელიც სოფლიდან დედაქალაქში მიემგზავრება სამუშაოდ. დედაქალაქში ჩასული ტაცუმი აღმოაჩენს, რომ ერთი შეხედვით დიდ და ლამაზ ქალაქში გამეფებულია კრიმინალი, კორუფცია, ძალადობა, უსამართოლობა და ამ ყველაფრის მიღმა დგას პრემიერ მინისტრი. ქალაქში ტაცუმი თანამოაზრეებს შეხვდება და მათთან ერთად შეეცდება გაილაშქროს გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ. მის ახალ მეგობრებს განსაკუთრებული და უნიკალური იარაღები აქვთ. ერთ ერთი თანამებრძოლია იდუმალი გოგონა აკამე. რომლის ბრძოლის დროსაც განსაკუთრებულად ემოციური მელოდია ირთვება, ესაა მუსიკა, რომელიც თავს აკამესთან ერთად ბრძოლაში გაგრძნობინებთ და ასტრალში გაგიყვანთ... საერთო ჯამში კი ანიმე მეტად დრამატული და ემოციურია 57 1-ს მოსწონს
|