სხვა ინდური სიბრძნე 2016, 14 ოქტომბერი, 15:41 ინდოეთი – საოცარი ქვეყანაა წარმოუდგენლად მრავალწახნაგოვანი და ზოგჯერ, ევროპელისთვის გაუგებარი კულტურით. მან მსოფლიოს არაერთი ფილოსოფოსი აჩუქა. მაგრამ, ამ ძირძველი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როდესაც ინდოელების უსასრულოდ ღრმა თვალებში იყურებით, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, რომ ყოველი მეორე აქ – ბრძენია, რომელმაც ცხოვრების არსში ჩაწვდომა შეძლო. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ არის, რომ ინდოელებისთვის მთავარი – მეგობრობა და სიყვარულია...
გთავაზობთ ამ ხალხის წიაღში მომწიფებულ ბრძნულ აზრებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ცხოვრებაში: დიდი გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანები იდეებს განიხილავენ, საშუალო — განიხილავენ მოვლენებს, პატარა — ადამიანებს. ყურადღება მიაქციეთ სტუმარს — თუნდაც ის თქვენი მტერი იყოს. ხეც კი, ცულიან ხისმჭრელს, არ ეუბნება უარს მისი ჩრდილის ქვეშ დასვენებაზე. არასოდეს ყოფილა, არ არის და მომავალშიც არ იქნება ადამიანი, რომელიც მხოლოდ ძაგების ან ქების ღირსია. სულელისთვის რჩევის მიცემას მხოლოდ ერთი შედეგი აქვს – ის ბრაზდება. თუ ადამიანი სხვებისთვის ცხოვრობს, მისი თუნდაც მოკლე ცხოვრება ბედნიერებით არის აღსავსე. საკუთარ თავზე გამარჯვება — ეს საუკეთესო ხერხია იმისთვის, რომ დამარცხებული არ იყოთ. სიხარულით არის სავსე სამყარო მათთვის, ვინც სხვებს მტრულად და წინასწარ შექმნილი ცუდი აზრის გარეშე უყურებს. თუ ჭკვიანი ხართ, ნუ შეეწინააღმდეგებით მდიდარს, ხელისუფლებას, ბავშვს, მოხუცს, ასკეტს, ბრძენს, ქალს, სულელს და მასწავლებელს. სულელი ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობს, ხოლო ჭკვიანი სიმშვიდეს ინარჩუნებს, დიადი საქმის კეთების დროსაც. სიმდიდრე და ჯანმრთელობა, მეგობარი და ტკბილად მოუბარი მეუღლე, დამჯერი შვილი და სასარგებლო ცოდნა – არის 6 განძი ამ სამყაროში. ხუთ წლამდე შვილს ისე მოექეცით, როგორც მეფეს, 5-დან - 15 წლამდე – როგორც მსახურს, ხოლო 15 წლის შემდეგ – როგორც მეგობარს. არ არსებობს მუდმივი უბედურება ან მუდმივი ბედნიერება, ისევე როგორც არ არსებობს მუდმივი აღმართი ან დაღმართი. ხიჭვი, მორყეული კბილი და ცუდი მრჩეველი ძირფესვიანად უნდა მოიცილოთ – ეს არის მშვიდი ცხოვრების რეცეპტი. გაიხარეთ თქვენი წილი სიხარულით, გადაიტანეთ თავს დამტყდარი უბედყრება, ყველაფერს ელოდეთ, რაც დროს მოაქვს – ისევე, რგორც მიწათმოქმედი ელოდება თავის მოსავალს. 781 15-ს მოსწონს
|