"თუ შეხვალთ... 27%-იანი პარტია ხართ... ტონი ქვევით დაწიეთ და ნუ ებლატავებით 50%-იან პარტიას..."
ყველაზე აქტიური და პოპულარული ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მართალია თვლის, რომ მას არავინ ეკითხება, მაგრამ მისი აზრით ნაციონალები არ უნდა შევიდნენ პარლამენტში.
"მე არავინ მეკითხება, მაგრამ მაინც, დავწერ...
1. ნაციონალები არ უნდა შევიდნენ პარლამენტში. დიახ, პატივი უნდა სცენ საკუთარ ამომრჩეველს და სწორედ ამიტომ უნდა თქვან უარი საპარლამენტო მანდატებზე. ამომრჩეველს მათთვის ხმა არ მიუცია იმისთვის, რომ რამდენიმე დეპუტატს ოჯახის რჩენის შესაძლებლობა ჰქონოდა. თუ ყველაფერი ამაზე გადის გასაგებია...
რას ნიშნავს ტრიბუნის დაკარგვა? რომელი ტრიბუნის და ვისთან ერთად დგებიან ამ ტრიბუნასთან.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუ ნაციონალური მოძრაობის სახეები, რომლებმაც საქმის კეთება ნამდვილად იციან, არ გააკეთილშობილებენ პარლამენტის "კარტინკას" და ადა მარშანიას იმედად დატოვებენ. თან, ნუ დაგავიწყდებათ რომ
1. ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ,
შემდეგ
2. რუსთავი 2-ს წაიღებს,
და რა ტრიბუნა, რის ტრიბუნა? პარლამეტის თბილ შენობაში ჯდომა კი არა, ქვეყნის დაცვა ფიზიკურად მოუწევს ყველა თავმოყვარე მოქალაქეს.
P.s. თუ შეხვალთ არ გაუყალბებიათ თქვენთვის არჩევნები და გამოდის რომ 27%-იანი პარტია ხართ და მაშინ ტონი ქვევით დაწიეთ და ნუ ებლატავებით 50%-იან პარტიას. თქვენც ასევე ბლატაობდით უმრავლესობაში რომ იყავით. ახლა ისინი არიან და აცადეთ მაშინ."
"ჰო, დამავიწყდა რომ ბენდუს "მკვლელებს" ეთამაშებით დემოკრატიობანას და კიდევ ის, რომ პატიმრები ზიან ციხეში. მათი შველისთვის რომ ტრიბუნა ყოფილიყო საკმარისი 4 წელი გქონდათ და რისი შეცვლა შეძელით. გიგის სახელი უფრო და უფრო ნაკლებად ისმის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ არცერთ მათგანს დღის შუქს არ აღირსებს ბიძინა. შეწყალებების იმედი - იმედია აღარ გაქვთ. მახსოვს ეგ ილუზიებიც გქონდათ."