თეატრი ნინა წკრიალაშვილი და საიდუმლოებით მოცული პიროვნება "ტრისტანი." მომღერლის "გულახდილმა" ფოტომ სოციალური ქსელი აალაპარაკა. 2015, 29 ივნისი, 17:42 მომღერალი ნინა წკრიალაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" უცნობ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ეს ფოტო გადაღებულია წავკისში და საცურაო კოსტიუმში გადაღებული გარუჯული, ნინა საიდუმლოებით მოცულ პიროვნება "ტრისტანისთან" ერთად მზეზე ნებივრობს. ფოტომ მაშინვე მიიპყრო მედიის ყურადღება. როგორც ჩანს, ნინა წკრიალაშვილმა კარგად გათვალა რომ ფოტოს ინტრიგა მოყვებოდა. ხალხს ცოტა თავი შეახსენა. "საიდუმლოებით მოცულ პიროვნება ტრისტანიზე მკითხაობაა გამოცხადებული, ერს აინტერესებს ვინ არის..."-წერს ნინა კომენტარში. არადა თუ არ უნდოდა არ დადებდა და არც არავის დააინტერესებდა ვინ იყო მის გვერდით "წამოკოტრიალებლი", მაგრამ იმდენად არსად აღარ ჩანან ჩვენი შოუბიზნესის წარმომადგენლები, რომ ყველანაირ ზომებს მიმართავენ იმისთვის, რომ ხალხის ყურადღება მიიქციონ. ნინა, ერს კი არ აინტერესებს ვინ არის საიდუმლოებით მოცული ტრისტანი, არამედ შენ გსურს რომ გაიგონ ამის შესახებ საზოგადოებამ. საზოგადოების აზრი ფოტოსთან დაკავშირებით: "სილიკონებთან ერთად ბოტოქსი და შპაკლიც არ აკლია სახეზე..." "ვინაა ეგ ნინა ასეთი, რომ აღარ იცით რა ქნათ, ჰა? "ერთი ბოტოქსით გაბერილი გოგოა, ხან ტუჩი აქვს ხოლმე ჩამოვარდნილი და ხან დუნდულა რომ დაეწელება ხოლმე, სანამ "გაზაპრავკდება", წაიღეს რა ტვინი..." "გათხოვდა, გამოთხოვდა, მეორედ გათხოვდა კიდევ გამოთხოვდა და დაქვრივდა...მთავარია სხვას არ დაუშავო ამ დროს..." "ვის რაში აინტერესებს ვისთან ერთად გადაიღებს შიშველ ფოტოებს..." 5131 3-ს მოსწონს
|