x
image
ციცი
Mediator image
"ნუ, ახლა ასეთი დეკორაციები თუა "აბესალომ და ეთერში", მაშინ რაღა მეთქმის-ყოფილა დიადი..."-ახალი სკანდალი "აბესალომ და ეთერის" გარშემო.
image
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პოსტს, რომელშიც იგი ოპერა"აბესალომს და ეთერს" აკრიტიკებდა, დიდი გამოხმაურება მოყვა:

"ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე."


ნიკა გვარამია კვლავ აგრძელებს ამ ოპერის კრიტიკას და ახლა უკვე დეკორაციებს აკრიტიკებს:

"ნუ, ახლა ასეთი დეკორაციები თუა "აბესალომ და ეთერში", მაშინ ხო, მაშინ კაი. რაღა მეთქმის - ყოფილა დიადი..."

image


მის პოსტს სოციალურ ქსელში მისი მეგობრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა:

" საინტერესოა ეს ვისია, აბესალომის, მურმანის თუ მთლად იმ ბრძენი კაცის..."

" ბიძო წამოუწვენიათ..."

თამარ ჩერგოლეიშვილი-"ეს არის სინამდვილეში პითონი, რომელმაც ხადური გადაყლაპა."

ია ფარულავა-"ეს სუფლიორის ბუნაგია, ბიჭო..."

" ხელოვნებაში ცოტათი ვერკვევი, მაგრამ ეს "კომპოზიცია" ჩემთვის გაურკვეველია და რასაც ვხედავ, სამწუხაროდ არაფერს კარგს არ მაგონებს..."

" საიდან უნდა შეხედო? მარჯვნიდან, მარცხნიდან, თუ ზემოდან უნდა დახედო! ახალი წელი დამთავრდა, რას ნიშნავს ირმები? საკრალური მნიშვნელობა აქვს რაიმე?"

"მოკლედ, ძალიან გამახარებთ თუ ვინმე არ დაიზარებთ და "ახსნას" დაწერთ. მე ვერ მოვტვინე, ეტყობა გამასწრო ხელოვნების მატარებელმა!"

"ეს რა "ობიექტია" ბოლო ბოლო გაირკვა? რისი "რეპრეზენტაციაა"? მე კი ვამსგავსებ ჰიპერ-ფალოსს, მაგრამ ირმებთან ვერ ვაკავშირებ, ან ფანტაზია არ მყოფნის..."

"გასივებული ელენთა მეგონა, მაგრამ რა არის გაიგე ახლა..."

"კულუარული ინფორმაციით, აბესალომის როლში სამუელ ელ ჯექსონი მოუწვევიათ."

0
501
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0