შოუბიზნესი სპორტსმენი ბიჭუნადან პორნოვარსკვლავამდე 2016, 10 ოქტომბერი, 16:43 ავსტრალიელი მაიკლ ტენემი ბავშვობიდანვე სპორტით იყო გატაცებული, შესანიშნავი მოცურავე გახლდათ .იგი პოპულარობით სარგებლობდა როგორც თანატოლ ბიჭებში, ასევე გოგონებშიც.იზრდებოდა ტრადიციულ ქრისტიანულ ოჯახში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ გარდაქმნილიყო გოგონად. მაიკლმა 16 წლის ასაკიდან დაიწყო ჰორმონების მიღება, რის შემდეგაც იმპლანტანტების წყალობით იგი ყველაზე დიდმკერდიან ტრანსგენდერად იქცა ავსტრალიაში. ამჟამად 46 წლის მოდელი და პორნოვარკვლავი კელი სტარის სახელით არის ცნობილი. "ბავშვობა პერტეში გავატარე (დასავლეთ ავსტრალია), ჩემი მშობლები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ეკლესიასთან და ჩემი კავშირიც ოჯახთან საკმაოდ მტკიცე იყო.მშობლები ჩემს "გადასვლას" რა თქმა უნდა 100%-ით არ მიესალმნენ, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შეეგუვნენ."-იხსენებს კელი. თავიდან ჰორმონების მიღება უჩუმრად დაიწყო, რომელსაც თავის უფროსს საპარიკმახეროდან პარავდა.ოთხი თვის შემდეგ კი ექიმთან ჩაეწერა სქესის შეცვლაზე, დაარწმუნა რა, რომ თითქოს 18 წლის იყო. ეს იყო დასაწყისი.ამის შემდეგ კელიმ გაიკეთა 100-ზე მეტი ოპერაცია, რაშიც 250 000 დოლარი დახარჯა.2015 წელს იგი ავსტრალიაში ყველაზე დიდმკერდიან ქალად დაასახელეს. თუმცა მანამდე, სანამ ამ შედეგებს მიაღწევდა, 1990-იან წლებში კელი ლონდონში გაემგზავრა, რომ მოდელი გამხდარიყო.მან მრავალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, მისით დაინტერესდა ისეთი ცნობილი დიზაინერი, როგორც ჟან-პოლ გოტიეა.იგი რამდენიმე ხანი პარიზის მოდის კვირეულშიც იყო დასაქმებული. ამჟამად კელი სიდნეიში ცხოვრობს და სამოდელო ბიზნესში აქტიურადაა ჩართული:"ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო ტრანსგენდერებმა სამოდელო ბიზნესში ჩვეულებრივ ქალების თანასწორად იმუშაონ.მთავრია, რომ ჩვენი ისტორიები პოზიტიურად შუქდებოდეს და მიეწოდებოდეს საზოგადოებას.ჩვენც გვინდა ვიყოთ ბედნიერები"-აცხადებს კელი. 792 5-ს მოსწონს 1-ს არა
|