ლოკოკინა მუცელფეხიანი მოლუსკაა, რომელსაც გარეგანი ნიჟარა აქვს, ხოლო მუცელფეხიან მოლუსკას რუდიმენტური ნიჟარით ან საერთოდ, ნიჟარის გარეშე, ლოქორა ჰქვია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ კლასის ყველა წარმომადგენელს ლოკოკინას ეძახიან.
ლოკოკინა გადაადგილდება მუცლის ქვედა ზედაპირის (ლანჩას) კუნთების ტალღისებური მოძრაობით.
ის ბიოსფეროს ფართოდ გავრცელებული წარმომადგენელია. სახეობათა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მეტი, ტროპიკული და სუბტროპიკული სანაპიროების ზონებში ბინადრობს.
ისლამში ლოკოკინა ეჭვის სიმბოლოდ ითვლება, ბუდიზმში — მოთმინების, ხოლო მისი ნიჟარა — შეჩერებულ დროს ნიშნავს.
ლოკოკინა იყო მარადიულობის და ნაყოფიერების სიმბოლო ძველ ეგვიპტეში და ბაბილონში, ხოლო შუა საუკუნეების ევროპაში — ცოდვისა და სიზარმაცის განსახიერებად ითვლებოდა. მოგვიანებით, ის მოკრძალებულობის სიმბოლოდ იქცა.
ლოკოკინა ყველაზე ნელი არსება არის ხმელეთზე. მისი გადაადგილების საშუალო სიჩქარე 1, 3 სმ/წმ-ია, ანუ 47 მ/სთ. მის ფონზე, კუ (10-35 კმ/სთ) — ნამდვილი სპრინტერია.
ბუნებაში ლოკოკინების უამრავი სახეობა არსებობს. ისინი — ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასით არიან წარმოდგენილები მოლუსკებს შორის, რომელიც 110 ათასამდე სახეობას ითვლის.
თავდაპირველად, ლოკოკინები ზღვებში ბინადრობდნენ. თუმცა, მათი დიდი ნაწილი, მოგვიანებით, საცხოვრებლად მტკნარი წყლის აუზებში და ხმელეთზე გადავიდა.
განსაკუთრებული ნიშანი ლოკოკინისთვის — მის თავზე განლაგებული საცეცეები არის. სინამდვილეში, ეს უბრალოდ საცეცეები კი არა, მისი თვალებია. რომლის საშუალებით, ლოკოკინა ნებისმიერ მოძრაობას აფიქსირებს თავის ირგვლივ და ამგვარად ახერხებს სივრცეში ორიენტირებას.
ზომის მიხედვით, ყველაზე დიდი — ვეფხვისებური ლოკოკინა არის, რომელიც აფრიკაში ბინადრობს. 20-27 სმ-ს ლოკოკინა, დაახლოებით, 900 გრ. არის.
ლოკოკინები ყველგან ბინადრობენ, ევროპის ჩრდილოეთის და ბალტიის ზღვის სანაპიროს გარდა. მისი გავრცელების არეალი ბუჩქნარი და მეჩხერი ტყეები, ბაღები და პარკებია.
ბუნებაში, მაგ., ვაზის ლოკოკინის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 5 — 7 წელია. ხშირ შემთხვევაში, თუ რომელიმე მტაცებელი არ შეჭამს, 20 წლამდეც შეუძლია იცოცხლოს. მოლუსკების ამ სახეობის ყველაზე დიდი, დარეგისტრირებული ასაკი 30 წელია.