სხვა ზვიგენის კუჭის გაკვეთისას გაკეთებული აღმოჩენები 2016, 10 ოქტომბერი, 9:52 უკანასკნელი საუკუნეების მანძილზე, დაკვირვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ზღვის ამ ურჩხულის ყბებში უამრავი უჩვეულო რამ მოხვედრილა. თვითმხილველების მოწმობით, თეთრი ზვიგენის კუჭიდან მნიშვნელოვანი დოკუმენტები, სხვადასხვა სახის რელიქვიები, ფაუნის ცოცხალი წარმომადგენლები... და ადამიანებიც კი უპოვიათ. ცოცხალს, მართალია, თევზის კუჭიდან თავი არავის დაუღწევია. ზვიგენის კუჭში ნაპოვნი ნივთები ქვემეხის ჭურვი
მონეტების საგანძური 1821 წელს დაჭერილი ზვიგენის კუჭში მონეტების დიდი კოლექცია იპოვეს. რგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთი მეთევზე თევების სატყუარად მონეტებს იყენებდა და როგორც თავადვე თქვა, ძალიან ხშირად, მონეტა ანკესიდან მოწყვეტილი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ეს ზვიგენი აკვნეტავდა წყალში მოლივლივე ფულს ანკესს. მაკომპრომიტირებელი მასალები ამერიკაში ომის დროს (1775-1783 წწ.), ამერიკული ხომალდი “ნენსი" დაზვერვით სამუშაოებს ატარებდა და ოფიციალურად ნეიტრალური სტატუსით სარგებლობდა. თუმცა, ბრიტანელმა მეზღვაურებმა ის მაინც გამოაშკარავეს. მათ ზვიგენი დაიჭირეს, რომელმაც მოახერხა და რაღაცნაირად გემის მაკომპრომიტირებელი მასალები გადაყლაპა, რაც მომავალში გემის ღალატის მტკიცებულებად გამოდგა. ცხოველები ზვიგენის კუჭში ცოცხალი ბატი 1862 წელს ზვიგენის კუჭში ცოცხალი ბატი აღმოაჩინეს. საწყალი ფრინველი, ალბათ შტორმის დროს ჩავარდა ზღვაში. მას თათზე საჭდე ჰქონდა, რომელზეც პატრონის სახელი, გვარი და მისამართი ეწერა. ამდენად, სულ ადვილად მიაგნეს მის პატრონს და დაუბრუნეს ჯერ სტიქიის და შემდეგ მტაცებლის მსხვერპლი. ცოცხალი კუ 1922 წელს ზვიგენის “წიაღიდან" საკმაოდ დიდი ზომის ცოცხალი კუ ამოიყვანეს, რომელმაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ვერ მოასწრო მონელების პროცესის გავლა მტაცებლის კუჭში. ტანჯვაგამოვლილ, გადარჩენილ ცხოველს იოანე დაარქვეს და ნიუ-იორკის ზოოპარკში მოათავსეს.
ზვიგენის კუჭსი აღმოჩენილი ადამიანები ადამიანის გვამი 1856 წელს ზვიგენის კუჭში დაასრულა სიცოცხლე ახალი ორლეანის ერთმა მკვიდრმა. როგორც იმ დროინდელი ქრონიკა იუწყებოდა, მიცვალებულს, რომელიც ზვიგენის კუჭიდან ამოიღეს, ახალი ფეხსაცმელი, აბრეშუმის პერანგი სადაფის ღილებით და ბამბის წინდები ემოსა. შარვალი არ ეცვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის შედარებით დაბალი ხარისხის ქსოვილით იყო დამზადებული და ზვიგენის კუჭის მიერ, ყველაზე სწრაფად იქნა მონელებული. ტატუირებული ხელი 1935 წელს სიდნეიში დაჭერილი ზვიგენის კუჭში ადამიანის ტატუირებული ხელი აღმოაჩინეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ხელი ჯეიმს სმიდტს ეკუთვნოდა. რომელიც მოკლეს, ხოლო მისი გვამი ზღვაში გადააგდეს. ბოლოს კი, ის ზვიგენის კუჭში აღმოჩნდა. ფეხის ტერფი
ყველაე საშინელი აღმოჩენა... ყველაზე საშინელი აღმოჩენა ვეფხვისებური ზვიგენის კუჭის გაკვეთისას იყო გაკეთებული. 2001 წელს ავსტრალიის სანაპიროებთან უზარმაზარი მტაცებელი დაიჭირეს, რომლის კუჭში, გაკვეთის შემდეგ – 47 ღილი, 9 ფეხსაცმელი, 3 ტყავის ქამარი, 7 შარვალი… აღმოაჩინეს. სულ ეს არის, რაც იმ ადამიანებსგან დარჩა, რომლებიც ამ პირსისხლიანმა მონსტრმა გადაყლაპა. 3092 11-ს მოსწონს
|