სისხლის სამართალი "მე მეგონა გამაუპატიურებდნენ"-კიმ კარდაშიანი პირველად ალაპარაკდა პარიზის სასტუმროში განხორციელებულ თავდასხმაზე 2016, 5 ოქტომბერი, 9:32 ამერიკელმა ვარსკვლავმა პირველი კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ რისი გადატანა მოუხდა პარიზის ოტელში განხორციელებული ძარცვის შემდეგ. სომხური წარმოშობის ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა კიმ კარდაშიანმა პირველად მოუთხრო საზოგადოებას თუ როგორ დაესხა თავს ორი ნიღბიანი უცნობი გვიან ღამით 2-3 ოქტომბერს პარიზის ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს ნომერში. კარდაშიანის მეუღლის, კენი უესტის განცხადებით კიმს შეეშინოდა, ეგონა რომ გააუპატიურებდნენ, რადგან თავდასხმის დროს ქალს თითქმის არაფერი ეცვა. შეგახსენებთ, 2(3) ოქტომბერს გვიან ღამით ტელედივა უკვე საწოლში დაწვა და დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც კიბეებზე ფეხების ბაკუნის ხმა მოესმა. მოულოდნელად ოთახში შემოიჭრა პოლიციის ფორმაში გადაცმული ორი ნიღბიანი მძარცველი, კიმი ამ დროს ტელეფონს დასწვდა, რომ დაცვა გამოეძახა, თუმცა ვეღარ მოასწრო.მძარცველებმა კიმს ტელეფონი წაართვეს და ფეხებში ხელი წაავლეს, ამ დროს ეგონა რომ გააუპატიურებდნენ, თუმცა მძარცველებმა აბაზანაში გადაიყვანეს. ტელევარსკვლავი სთხოვდა არ მოეკლათ, რაც ფული და ძვირფასეულობა იყო წაეღოთ, თუმცა მათ პირი სკოტჩით აუკრეს. ამის შემდეგ მძარცველებმა ნომრის ჩხრეკა დაიწყეს, როგორც კიმმა განაცხადა ისინი მხოლოდ ფრანგულად ლაპარაკობდნენ და პირველ რიგში იმ ბეჭედს ეძებდნენ, რომელიც კენმა ნიშნობაზე აჩუქა. ამასობაში ქვედა სართულზე მცხოვრებმა კარდაშიანის ასისტენტმა ხმაური გაიგონა და დაცვას გამოუძახა, თუმცა როდესაც დაცვა ნომერში შეცვივდა იქ აღარავინ დახვდათ.ეს ყველაფერი დაახლოებით 7 წუთში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით ყაჩაღებმა გაიტაცეს დაახლოებით მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა. თვითონ კარდაშიანი ფიზიკურად არ დაზარალებულა, თუმცა ფსიქოლოგიური წნეხი განიცადა და შოკურ მდგომარეობაშია.იგი სასწრაფოდ აშშ-ში დაბრუნდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კენი უესტი იძულებული გახდა შეეწყვიტა კონცერტი Meadows Festival -ზე. 955 6-ს მოსწონს 1-ს არა
|