ახალი ტრენდი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქალებისაგან, გაუპარსავი და ღია ფერებში შეღებილი თმა იღლიაში
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ლამის მოდად იქცა ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ქალებში წესით და რიგით გასაპარსი თუ ეპილაციის ჩასატარებელ ადგილებში თმების დატოვება.
ეს ქალები თვლიან, რომ არავის არა აქვს უფლება მეორე ადამიანს მიუთითოს რა გააკეთოს, როცა საქმე ეხება ადამიანის გარეგნობას და ამ შემთხვევაში თავად ისინი გადაწყვეტენ თუ როგორ მოიქცნენ–გაიპარსონ იღლია, თუ პირიქით ისე გაიზარდონ ლამის დასავარცხნიც კი გახდეს.
ესეც არაფერი ამ ქალბატონების ნაწილმა მიიჩნია, რომ იღლიაზე ამოსული თმა უფრო "მიმზიდველიც" კია თუ მას ბუნებრივ ფერს საღებავების დახმარებით შეცვლიან.
მათი განმარტებით ის რაც ბუნებრივია, სულაც არაა მიუღებელი და სათაკილო. სწორედ ასეთი დამოკიდებულების წყალობით იქცა ახალ ტრენდად ინსტაგრამში ისეთი სურათების ატვირთვა, რაც ადრე სამარცხვინოდ და სათაკილოდ ითვლებოდა, ახლა კი ახალგაზრდა გოგონები შეგნებულად იზრდიან იღლიის ქვეშ "ჯუნგლებს", ბევრი მათგანი როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ ამ "ჯუნგლებს" ღებავს კიდეც ნათელ და ღია ფერებში.
ასეთ სურათებზე კომენტარებიდან ჩანს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეს ამაზრზენ საქციელად რომ მიაჩნია, მაგრამ მეორე ნაწილი თვლის, რომ ის რაც ბუნებრივია სულაც არაა სამარცხვინო და სათაკილო.
"თმები იღლიის ქვეშ –ეს უბრალოდ პირადი არჩევანია. ვიღაცა იპარსავს, ვიღაცა არა, ისევე როგორც ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს თავზე დაბალ ვარცხნილობას, ზოგიერთი კი გრძელ თმას ანიჭებს უპირატესობას. თითოეული პიროვნების გადასაწყვეტია წვერს მოუშვებს თუ პირს მუდმივად გაიპარსავს, ასევე ჩვენი გადასაწყვეტია იღლიას გავიპარსავთ თუ არა, დავუტოვებთ მას ბუნებრივ ფერს თუ შევიღებავთ"–ამბობს ერთერთი გოგონა ინსტრაგრამიდან, რომელიც მუდმივად ცდილობს თანამოაზრეების უფლებების დაცვას ამ კუთხით.
მისი აზრით ყველას აქვს უფლება საკუთარ გარეგნობაში შეცვალოს ყველაფერი, ოღონდ კი ბედნიერი იყოს და ეს ცვლილება მას ანიჭებდეს სიამოვნებას.












