საბუნებისმეტყველო ვარსკვლავების რუკა, რომელიც უცხო პლანეტელების მიერ გატაცებულმა ადამიანმა დახატა, რეალური აღმოჩნდა 2016, 5 ოქტომბერი, 10:58 ბეტი და ბარნი ჰილები, ქ. პორტსმუტიდან (ნიუ-ჰემფშირი შტატი, აშშ), უცხოპლანეტელებმა 1961 წლის 19 სექტემბერს გაიტაცეს და როდესაც დედამიწაზე დააბრუნეს, ბეტიმ გიპნოზის ზემოქმედებით, იმ ვარსკვლავების რუკა დახატა, რომლებიც უცხოპლანეტელების ხომალდიდან დაინახეა. მეცნიერებმა ეს რუკა შეისწავლეს და განაცხადეს, რომ ვარსკვლავები ასეთი განლაგებით, არ არსებობენ და ახლა, როდესაც იმ შემთხვევიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, ირკვევა, რომ რუკა სწორი იყო! ბეტის მიერ დახატული რუკა ბეტის რუკა არის ბადურის თანავარსკვლავედის სარკისებური ანარეკლი ბეტი და ბარნი ჰილები მაშინ ბეტს არ დაუჯერეს, მიუხედავად იმისა, რომ იყო სხვა ანომალიებიც, რომლის ახსნა მეცნიერებმა ვერ შეძლეს. დედამიწაზე დაბრუნებული ბეტი გონზე რომ მოვიდა, დახეული კაბა ეცვა, ხოლო სხეული წითელი ფხვნილით ჰქონდა დაფარული. ფხვნილი გამოიკვლიეს, მაგრამ მისი შემადგენლობა და წარმომავლობა ვერ დაადგინეს. ასე გამოიყურებოდნენ გამტაცებლები უცნაური ფხვნილის გარდა, გატაცებული მეუღლეების მანქანის საბარგულზე უჩვეულო წრეები იყო აღმოჩენილი. როდესაც ამ წრეებთან კომპასი მიჰქონდათ, მისი ისარი გაუჩერებლად იწყებდა ბრუნვას. უცხოპლანეტელების ხომალდი მოგვიანებით, მათ მეხსიერება თანდათანობით დაუბრუნდათ და ყველაფერი გაიხსენეს თავიაანთი კოსმოსური მოგზაურობის შესახებ. ამ შემთხვევით ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესდნენ და გასაუბრებაზე დაიბარეს, ხოლო მეცნიერები, რაღაც ტესტებს ატარებინებდნენ. მაგრამ, შედეგად განუცხადეს, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობდნენ, სისულელე იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. და რომ მსგავსი სახის ვარსკვლავები არ არსებობენ. ბარნი ჰილი 1969 წლის 25 თებერვალს, 46 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა. მისი მეუღლე ბეტი თვლიდა, რომ ბარნის ნაადრევი სიკვდილის მიზეზე, გადატანილი სტრესი იყო. 1371 15-ს მოსწონს 1-ს არა
|