x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პირველი ტელეფონი 1 200 – 1 400 წლის წინ გამოიგონეს
image

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პერუში 1200-1400 წლის წინ ტელეფონი არსებობდა, ყველას გაოცებას იწვევს. ტელეფონი ქ. ჩან-ჩანის (მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამხრეთ ამერიკაში, პერუში. ჩიმუს კულტურის ყოფილი ცენტრი და ჩიმორის სახელმწიფოებრივი გაერთიანების დედაქალაქი, მდებარეობს წყნარი ოკეანისსანაპიროზე, ქალაქ ტრუხილიოს დასავლეთით ლა-ლიბერტადის რეგიონში. 1986 წელს შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, მაგრამ იმავე წელს კლიმატის ცვლილებების გამო შემორჩენილი ნანგრევების განადგურების მიზეზით შეიყვანეს საფრთხის მყოფი ძეგლების სიაში. ვიკიპედია) ნანგრევებში აღმოაჩინეს და დღეს ის, არსებული ტელეფონების, ყველაზე ადრეული პროტოტიპია.

image

image

ჩიმუს ბელათის სამოსში გამოწყობილი ადამიანი. ჩან-ჩანი, პერუ.

image


imageუძველესი ტელეფონი საუბრის გადასაცემი პრიმიტიული მოწყობილობა არის და «შეყვარებულების ტელეფონს» მოგვაგონებს, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ გამოიგონეს და XIX ს-ში იყო პოპულარული. ჩვეულებრივ, მას კონსერვის ორი ქილისგან აკეთებდნენ და მაშინ ეს დიდ სისხლეს წარმოადგენდა.
ჩიმუს ტომის ძველი საკომუნიკაციო მოწყობილობა, ყელიანი გოგრის ორ ბოლოს (თითოეული 8, 9 სმ. არის) წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთთან 22, 8 მეტრის ბამბის თასმით არის დაკავშირებული. გოგრის ყუნწები, ერთდროულად ხმის გადამცემიც და მიმღებიც იყო. აღსანიშნავია, რომ ე. წ. ტელეფონის ორივე ნაწილი კარგად არის დამუშავებული: გოგრის შიდა ნაწილში ტყავის მემბრანებია მოთავსებული, ხოლო ზემოდან – კაუჩუკისებური ნივთიერებით არის დამუშავებული.
ტელეფონის შექმნის პირველი ექსპერიმენტები ევროპაში 1833 წელს დაიწყო. ასე, რომ, დასავლეთის სამყარომ, ცივილიზირებულ ევროპას ასწლეულებით გაასწრო.

მეცნიერებმა პერუში ნაპოვნი მოწყობილობის ტესტირება ვერ შეძლეს, რადგან ნივთი მეტისმეტად მყიფეა (ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ეგზემპლიარია აღმოჩენილი და უფრთხილდებიან), მაგრამ თეორიულად გაანალიზეს და მიხვდნენ, თუ როგორ მუშაობდა ის. მთავარი საიდუმლო ახლა ის არის, თუ რა დანიშნულებით იყენებდნენ ამ «მოწყობილობას».
ჩიმუ — ძალიან მკაცრი იერარქიული საზოგადოება იყო და ასეთი ძვირფასი «აპარატი», მხოლოდ ელიტას ანუ ბელადებს შეიძლებოდა რომ ჰქონოდა – ასე თვლის არქიტექტორი და ანთროპოლოგი მატოსი. მისი აზრით, ამ მოწყობილობით, იმ დროს, ბელადები და ქურუმები თავის თანაშემწეებს უკავშირდებოდნენ ან შესაძლებელია, ისე როგორ იმ დროის გამოგონებების ნივთების უმრავლესობა, მორწმუნეების გასაკვირვებლად გამოიყენებოდა. ხმა, რომელიც პატარა საგნიდან გამოდიოდა, უბრალო ადამიანების გაოცებას იწვევდა და მათ რწმენას ქურუმებისადმი უფრო აღრმავებდა.

«ჩიმუ განვითარებული და გამომგონებელი ხალხი იყო. ამაზე მათ მიერ შექმნილი არქიტექტურული ნაგებობები, ჰიდროგრაფიულ-ირიგაციული სისტემა, ლითონის ნაწარმი და სხვა არტიფაქტები მეტყველებენ.


image

imageგასაოცარი კონსტრუქცია. ჩან-ჩანი, ჩიმუს დედაქალაქი
imageჩიმუელები ჩიმორის სამეფოში ცხოვრობდნენ, რომლის დედაქალაქი, უმშვენიერესი ჩან-ჩანი (ქართულად, მზე-მზე) იყო. ქალაქში, თიხის აგურით, უზარმაზარი კომპლექსი იყო აშენებული. ეს იყო ინდიელთა ყველაზე დიდი დასახლება სამხ. ამერიკაში. ქალაქის ფართობი 28 კმ²-ს შეადგენდა და მასში, დაახლოებით, 60 –100 ათას ადამიანი ცხოვრობდა.

image

image
მთელი ქალაქი მზეზე გამომშრალი თიხით იყო აშენებული, ხოლო შენობები უამრავი სკულპტურით და ორნამენტებით დამშვენებული. ჩიმუმ თავისი განვითარების პიკს 900 წელს მიაღწია. მოგვიანებით, ეს ტერიტორია ინკების მიერ იყო დაპყრობილი.

5
567
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
567
  
2016, 9 ოქტომბერი, 13:20
კი ეგრეა, მეც როგორც მაქ წაკითხული საცდელი ვარიანტი ყოფილა რომლებიც რამოდენიმე თანამშრომელს მისცეს
2016, 6 ოქტომბერი, 15:37
ისე ჩაპლინის ფილმი რომაა ცირკი მანდ რომ ქალი ჩნდება და ამბობდნენ მობილური უკავიაოდა დროში მოგზაურიაო ეგ სინამდვილეში სიმენსის პირველი ტელეფონი ეკავა უკაბელო დროში მოგზაური არა კიბორგი ~კიდევ
2016, 6 ოქტომბერი, 15:33
ჩაგეთვალა!
2016, 6 ოქტომბერი, 10:38
ეგ რაა არი , სომხები მაგ დროისთვის მობილურებს ხმარობდენ :-)
2016, 6 ოქტომბერი, 9:56
მე მჯერავს ამ ისტორიიის
0 1 5