სხვა ნოვოსიბირსკში მოზარდი 23-ე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა 2016, 26 სექტემბერი, 19:31
წინასწარი მონაცემებით 16 წლის ბიჭი ფხიზელი იყო.შემთხვევა ნოვოსიბირსკში, ბელოვეჟსკის ქუჩაზე მოხდა.
როგორც დადგინდა, ბიჭს სურდა თავის მეგობარი გოგონას გაოცება ან შეშინება. მრავალსართულიანი კორპუსის 23-ე სართულიდან იგი აივანზე გადაძვრა და რიკულს ცალი ხელით დაეკიდა, თუმცა თავი ვეღარ შეიმაგრა და ძირს ჩავარდა. ბიჭი ეზოში მდგარ Renault Logan-ს ზედ დაეცა, რამაც ოდნავ შეამსუბუქა დაცემა. "ჯერ ყვირილი გავიგეთ, შემდეგ კი დაცემის ხმა, მაშივე მივხვდით რაც ხდებოდა.სასწრაფო მალე მოვიდა, ბიჭი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო"-აცხადებენ თვითმხილველები. შემთხვევის ადგილიდან სასწრაფომ მოზარდი ბიჭი 34-ე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.ექიმების განცხადებით, მრავლობითი ტრავმების მიუხედავად მისი მდგომარეობა სტაბილურია.მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, მასალები საგამომძიებლო კომიტეტს გადაეცა. 452 8-ს მოსწონს 1-ს არა
|