სხვა ბიჭი,რომელიც გამუდმებით სიმაღლეში იზრდება 2016, 26 სექტემბერი, 10:11 ყველაზე დიდი მოზარდი, ბროკ ბრაუნი 1997 წელს დაიბადა, თუმცა მისი სიმაღლე 2014 წლისთვის უკვე 2 მეტრზე მეტი იყო.მისი ფეხსაცმლის ზომა უფრო დიდია, ვიდრე თავის დროზე თვით შაკალ ო ნილს ჰქონდა. ბროკი უკვე გინესის წიგნის რეკორდსმენია.ბიჭის დიაგნოზი იშვიათი სინდრომია, რის მიხედვითაც მისი სიმაღლეში ზრდა არასოდეს ჩერდება. ექიმების პროგნოზით იგი სულ მცირე 5 წლის წინ უნდა გარდაცვლილიყო.ყოველ შემთხვევაში ბიჭუნა ხარობს ცხოვრებით და ყველაფერს ამას იუმორის გრძნობით უყურებს. "ეს არის გენეტიკური დაავადება და მისი პროცესის შეჩერება შეუძლებელია, არ ვიცი იქნებ ოდესმე შეჩერდეს კიდეც, მას დაუსვეს იშვიათი დიაგნოზი:სოტოსის- სინდრომი, ცნობილი აგრეთვე, როგორც ცელებრალური გიგანტიზმი, ბიჭუნა ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როდესაც ექიმებმა განაცხადეს, რომ ის ჯერ კიდევ მოზარდი დაიღუპებოდა."-განაცხადა ბროკის დედამ. ბროკ ბრაუნი აქამდე ყველაზე მაღალი მოზარდი იყო მსოფლიოში, ახლა კი გადადის კატეგორიაში ყველაზე მაღალი ზრდასრული ადამიანი მსოფლიოში.მისი სიმაღლის წლიური ზრდა საშუალოდ 6 დიუმია(15, 5 სმ). ამჟამად ექიმები აცხადებენ, რომ ბროკს სიცოცხლის ნორმალური ხანგრძლივობა ექნება, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დაიბადა ცალი თირკმელით, ხშირად წელის ტკივილები აქვს ხერხემლის სიმრუდის და ზურგის ტვინის შევიწროების გამო. პრობლემები აქვს გულზეც. მისთვის არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილები აქვს წელის არეში. მიუხედავად ამისა იგი მოთმინებით იტანს ყველა ტკივილს და მის სახეზე ყოველთვის ღიმილია. ბროკი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავის თანატოლებთან შედარებით გიგანტური ზომებით(ქვემოთ ფოტოებზე) 729 9-ს მოსწონს 1-ს არა
|