სხვა მარადიული სიცოცხლე – მითი თუ რეალობა 2017, 13 იანვარი, 13:16 ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვოდა ახალგაზრდობის და სიცოცხლის გახანგრძლივებისკე. თუნდაც, მხოლოდ ზღაპრების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, გასაგები ხდება, რომ ეს თემა ყოველთვის აღელვება კაცობრიობას: გამაახალგაზრდავებელი ვაშლი, მდუღარე ქვაბი, რომელში ჩაყვინთვის შემთხვევაში, შეიძლება გაახალგაზრდავება და გალამაზება (თუმცა, ცოცხლად მოხარშვაც შეიძლება), პატარა ბოთლები, ცოცხალი და მკვდარი წყლით... მაქსიმალური ასაკი, რომლის გადალახვა ადამიანმა მოახერხა და ეს დადასტურებული არის – 5 000 წელია! ფაქტის კონსტატაცია ერთ-ერთმა უხუცესმა ინდოელმა მოახდინა, რომელიც თავად 180 წლის იყო. ის ჰიმალაის მთის ძირში განდეგილს შეხვდა, რომელიც მხოლოდ ძველინდურ სანსკრიპტზე მეტყველებდა. როგორც ურთიერთობის დროს გაირკვა, განდეგილმა ამ ასაკს მკაცრი დიეტის და სპეციალური ნაყენის საშუალებით მიაღწია, რომლის შემადგენლობა მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი. ხანგრძლივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ბიბლიაშიც არის დაფიქსირებული. მასში ნათქვამია, რომ ადამი 930 წელს ცხოვრობდა, მისი შვილი შეთი - 912 წლის იყო, რომ გარდაიცვალა და ა. შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ადამს შეთი შეეძინა, ის 130 წლის იყო. ხოლო შეთი 105 წლის იყო ენოსი რომ შეეძინა. თავად ენოსი მამა 90 წლის ასაკში გახდა. როგორც ცნობილია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოხუცებს შვილები არ უჩნდებათ. ე. ი. იმ დროს, რომლის შესახებაც ბიბლიაში არის მოთხრობილი, 100 - 150 წელი ახალგაზრდული ასაკი იყო. აშკარაა, რომ ადრე ადამიანები თითქმის 400-500 წელს ცხოვრობდნენ, ჩვენი არასრული 100 წლისგან განსხვავებით. ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა თითქმის 5-ჯერ არის შემცირებული. გასული საუკუნის ბოლოს, მეცნიერები ალაპარაკდნენ გაახალგაზრდავების პროგრამაზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში არის, დაბერების პროგრამასთან ერთად. თუმცა, მისი “ამუშავება" დღემდე ვერავინ მოახერხა.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * 117 წლის ქალბატონი ხანდაზმულობის საიდუმლოს ამხელს * რა გავლენას ახდენს ლოცვა, ლანძღვა და უარყოფითი ემოციები ადამიანის ჯანმრთელობაზე * ნევროზით შენიღბული – დაავადება რომლის დიაგნოსტირება რთულია * 9 პოპულარული პროდუქტი, რომელიც წონის მატებას და გლაუკომას (მხედველობის დაკარგვა) იწვევს * როგორ უნდა დავიცვათ თავი Wi-Fi-ს მავნე ზემოქმედებისგან * 12 დაავადება, რომელთანაც ბრძოლის დროს, კატის ფაქტორი მნიშვნელოვანია * მეცნიერთა რეკომენდირებით! სასარგებლო რჩევები თავის ტვინისთვის 1609 15-ს მოსწონს
|