x
image
ტორნადო07
მექაში მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმრო გაიხსნება
image
10 000 ნომერი, 70 რესტორანი, 5 ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი – საუდის არაბეთში გადაწყვიტეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმრო ააშენონ და ამისათვის დაახლოებით 3.5 მილიარდი მოცულობის ბიუჯეტი შექმნეს.

სასტუმრო, რომელიც ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია 1.4 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობზე გაშენდება და ის 2017 წელს გაიხსნება. კომპლექსი მსოფლიოში ყველაზე დიდი მეჩეთიდან (მასჯიდ ალ-ჰარამი) 2 კილომეტრის დაშორებითაა განთავსებული.

ფეშენებელურმა სასტუმრომ 10000 ნომრით, 70 რესტორნით, 5 ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნითა და 12 კოშკით სახელად "აბრაჯ კუდაი" მიიღო. ყველაზე მაღალი კოშკის სიმაღლე 45 მეტრია, ყველაზე დაბალის 30 მეტრი. ბოლო 5 სართული საუდის არაბეთის სამეფო ოჯახისთვისაა დაჯავშნილი.image

სასტუმროში ასევე იქნება ყველაზე მრავალფეროვანი სამზარეულო, უზარმაზარი კონფერენც დარბაზი, ავტოსადგური, სავაჭრო ცენტრი და სამეჯლისო დარბაზი.image


ყოველწლიურად ჰიჯრის დროს მექას 2 000 000 ადამიანი სტუმრობს. ტურისტების საერთო მოცულობა წლის განმავლობაში 20 000 000 აღწევს. imageimage

0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0