ეკონომიკა მსოფლიოს ყველაზე ფეშენებელური იახტები 2013, 16 იანვარი, 20:32 იახტა ეს არა მარტო გადაადგილების საშუალება, არამედ უზრუნველყოფილი ადამიანის სტატუსის ხაზგასმის საშუალებაცაა. ყველაზე მდიდარ ადამიანებს რამოდენიმე იახტაც კი ჰყავთ.
უმდრესი ადამიანები ყიდულობენ ყველაზე ფეშენებელურ და ძვირადღირებულ იახტებს, რომელთა მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს. მაშ ასე წარმოგიდგენთ ყველაზე მდიდრულ იახტებს დედამიწაზე.
1) «A». ცნობილი დიზაინერის ფილიპ სტარკის მიერ რუსი მილიარდერის ანდრეი მალნიჩენკოსათვის შექმნილი იახტა. მისი ფასი 300 მილიონ დოლარს აღწევს, ხოლო მისი შენახვა წლის განმავლობაში 20 მილიონი აშშ დოლარი ჯდება. 2)«Smeralda». უახლესია იახტა რომელიც წყალში 2012 წლის მარტში ჩაუშვეს. ფასი 100 მილიონი დოლარი. აღსანიშნავია საკუთარი კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, სპა-სალონი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი. 3)«Venus». ყველაზე ახალგაზრდა იახტაა ამ სიაში. ის 2012 წლის ოქტომბერში ჩაეშვა წყალში. შექმნა ფილიპ სტარკმა სტივ ჯობსისათვის, რომელმაც ვერ მოახერხა ეხილა თავისი ოცნების ხომალდი. ღირებულება 130 მილიონი აშშ დოლარი. 4)«Pelorus», რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი იახტა, ღირებულებით 130 მილიონი დოლარი. ამბობენ, რომ ხომალდს შეუძლია იმოგზაუროს დედამიწის ირგვლივ საწვავის დამატების გარეშე. იახტაზე არის პატარა წყალქვეშა ნავი და სპეციალური სანათები "ანტიპაპარაცი". 5)«Octopus». ეკუთვნის მაიკროსოფტის თანადამაარსებელ პოლ ალენს. ეს იახტაც აღჭურვლია წყალქვეშა ნავით. ფასი 200 მილიონი დოლარი.6)«Rising Sun». შთამბეჭდავი ხოლამდი რომელიც კომპანია Oracle-ს დამაარსებელ ლარი ელისონსა და პროდიუსერ დევიდ ჰეფენას ეკუთვნის. ხომალდს აქვს 5 გემბანი და შეუძლია 50 კმ/სთ-მდე სიჩქარე განავითაროს. ფასი 200 მილიონი დოლარი. 7)«Lady Moura». ეს იახტა 1991 წელს აიგო შეიხ ნასერა ალ-რაშიდის დაკვეთით. დიდი ხნის განმავლობაში ის ყველაზე ძვირადღირებულ იახტად ითვლებოდა. მისი ფასი 210 მილიონი დოლარია. გემბანზე არის 2 კატერი, აუზი, ვერტმფრენის მოედანი და მრავალი სხვა.8)«Dubai». მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული იახტა, რომელიც დუბაის ამირას მუჰამედ იბნ რაშიდ ალ-მაკტუმას ეკუთვნის. ფასი 350 მილიონი დოლარი. 8 გემბანიან ხომალდს შეუძლია გადაიყვანოს 100 მგზავრი და მათ ნებისმიერი გასართობი შესთავაზოს.9)«Al Said». მასკატის სულთანის კაბუსა ბენ საიდა აბუსაიდას დიდებული ხომალდი. ყველაზე დიდი იახტაა მსოფლიოში, მისი ფასი უცნობია.10)«Eclipse». რომან აბრამოვიჩის უახლესი იახტა. ყველაზე გრძელი იახტაა მსოფლიოში 162.5 მეტრი. პრესაში ამბობენ რომ მილიარდერს ის 1.12 მილიარდი დოლარი დაუჯდა, მაგრამ ზუსტი ფასი უცნობია. 345 3-ს მოსწონს
|