x
image
ტორნადო07
10 საუკეთესო ქვეყანა საცხოვრებლად
Legatum Institute-მა ჩაატარა საინტერესო კვლევა და სხვადასხვა კრიტერიუმების შესწავლის შემდეგ დაასახელა საცხოვრებლად ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების ათეული.

10)მეათე ადგილზე აშშ გავიდა: ეკონომიკური კრიტერიუმებით ეს ქვეყანა მე-14 ადგილზეა, სახელმწიფო მმართველობის კუთხით მე-3, განათლება მე-9, ამერიკელები თავის ქვეყანას ყველაზე დემოკრატიულს უწოდებენ, მაგრამ ამ კრიტერიუმით ქვეყანამ მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა, დაცულობის კუთხით ის ოცდამეხუთეა, სამაგიეროდ ჯანდაცვის სფეროში პირველი ადგილი აიღო. ამ ქულების თანაფარდობამ აშშ-ს მეათე ადგილი მიაკუთვნა.image

9)ნიდერლანდები: აშშ-სთან შედარებით ეკონომიკის მდგომარეობა აქ უკეთესია მე-3 ადგილი, სოციალური კაპიტალი მე-5, სოციალური კაპიტალი, როგორც ასეთი დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის კულტურის დონეზე. ცხოვრების დაცულობის კუთხით ის მე-18, ხოლო განათლებიდა და ჯანდაცვის სისტემებით მე-13.image

8)მერვე ადგილი Legatum Institute-მა შვეიცარიას მიაკუთვნა: ანალიტიკოსების აზრით ამ ქვეყანაში საუკეთესო სახელმწიფო მმართველობაა. ეკონომიკა და ჯანდაცვაც მაღალ დონეზეა მე-2 და მე-3 ადგილები შესაბამისად.სოციალური კაპიტალით მეექვსეა. დაცულობის დონით მე-12, პირადი დამოუკიდებლობა აქ მე-19 ადგილზეა მსოფლიოში. შვეიცარიის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი განათლების სისტემაა, რომელიც მხოლოდ ოცდამეცხრე ადგილზეა მსოფლიოში.image7)მეშვიდე ადგილი კანადას მიაკუთვნეს: ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქ უსაფრთხოებაა (მე-16), განათლების სისტემაზეც საჭიროა მუშაობა (მე-12), ჯანდაცვა მე-11 ადგილზეა, სოციალური კაპიტალი მე-8, მეწარმეობა მე-10, ეკონომიკა და სახელმწიფო მმართველობა მე-5, ხოლო პირადი თავისუფლება პირველ ადგილზეა მსოფლიოში.image6)მეექვსე ადგილზე შვედეთი გავიდა: აქ ბევრი მახასიათეებელი არ არის ჩამოთვლილი. მეწარმეობა მე-2, სოციალური კაპიტალი კი მე-11.image


5)მეხუთეზეა ახალი-ზელანდია: Legatum Institute-ის ანალიტიკოსების აზრით აქ მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემაა. სოციალური კაპიტალისა და პირადი თავისუფლების მაჩვენებელი აქ მე-3 ადგილზეა. ყველაზე ცუდი სიტუაციაა ჯანდაცვის კუთხით (მე-19).image

4)მეზობელს მხოლოდ ერთი პოზიციით ასწრეს ავსტრალია: განათლების სისტემით მეორეზეა, სოციალური კაპიტალი და პირადი თავისუფლება მე-4, მეწარმეობით და უსაფრთხოებით მე-13 ადგილზეა მსოფლიოში, სოციალური კაპიტალით კი მე-15.image

3)ლიდერთა სამეულს ფინეთი ხსნის: განათლება და უსაფრთხოება მესამე ადგილზეა მსოფლიოში. მეწარმეობა მეოთხეზე. ათეულში მხოლოდ პირადი თავისუფლების კუთხით ვერ ხვდება (მე-12 ადგილი).image

2)მეორეზეა დანია: პირველია მსოფლიოში მეწარმეობის კუთხით, მეორეა სახელმწიფო მართვის ეფექტურობით, მეოთხეა ეკონომიკით და სოციალური კაპიტალით. ჯანდაცვა კი აქ მხოლოდ მე-17 ადგილზეა.image

1)და ბოლოს ყველაზე სახარბიელო ქვეყანა ეს ნორვეგიაა: აქ ყველაზე მაღალია მსოფლიოში ეკონომიკისა და სოციალური კაპიტალის დონე. უსაფრთხოება და პირადი თავისუფლება მეორეა, ჯანდაცვით და განათლების კუთხით მეოთხეზეა, მეწარმეობა კი მე-6.image

მაინტერესებს თქვენ სად იცხოვრებდით? მე პირადად ავსტრალია მომწონს.

9
497
8-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
497
  
2012, 16 ნოემბერი, 21:11
ბეღურაა ჩვენი ბალი-ბანი.... :))))))))))))
2012, 16 ნოემბერი, 21:10
არსად არ გინდაო??? ერც ზიმბაბვეში?
2012, 16 ნოემბერი, 21:08
მე არსად არ მინდა...
2012, 16 ნოემბერი, 21:05
ნორვეგიაში.
2012, 16 ნოემბერი, 21:04
რაა კაი :) სად იცხოვრებდი?
2012, 16 ნოემბერი, 21:04
ნორვეგია მაგარია ბაზარი არაა)
2012, 16 ნოემბერი, 21:02
კაია:)
0 1 9