x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრედის და ანჯელინას კრახამდე:ბრედ პიტის ქალები
სანამ დასავალურ ტაბლოიდებს სალაყბო თემა გამოუჩდათ ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილის გაყრის შესახებ, მანამდე გადავხედოთ წარსულს და გავიხსენოთ ბრედ პიტის ყველა ქალი, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონია.



1)რობინ გივენსი-80-იანი წლების შუა ხანებში მაიკ ტაისონის ცოლი ტელევარსკვლავი იყო, მაყურებელმა გაიცნო იგი სერიალით "მასტერ-კლასი".ამასთან ერთად რობინი Playboy-ის მოდელიც გახლდათ.


პიტი კი ამ პერიოდში ფაქტიურად ყველასთვის უცნობი დამწყები მსახიობი იყო.რობინის და ბრედის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც ფორმალურად რობინი ისევ ცნობილი მოკრივის ცოლად ითვლებოდა.მაიკ ტაისონს თავის მემუარებშიც აქვს აღწერილი, როგორც წაუსწრო თავის ცოლს ლოგინში ვინმე ბრედთან.


გივენსის და პიტის ურთიერთობა რამდენიმე თვე გაგრძელდა.ამის შემდეგ იწყება ბრედ პიტის თავბრუდამხვევი კარიერა.


image


image


image



2)სინიტა მელუნი-ბრედ პიტის შემდეგი ქალიც შავკანიანი გახლდათ, სოულ მომღერალი სინიტა მელუნი.პიტის გაცნობის მომენტში სინიტას ორი ალბომი ჰქონდა გამოცემული.მათი ურთიერთობა დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა.

image


image

image


3)ელიზაბეტ დეილი-პიტის მორიგი ქალიც მომღერალი იყო და რამდენიმე საცეკვაო ჰიტიც ჰქონდა ჩაწერილი.მათი ურთიერთობა რამდენიმე თვე გაგრძელდა.


image


imageimage
4)კრისტინა ეპლგეიტი-სერიალების ვარსკვლავი და ბრედ პიტი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, ხშირად უწევდათ ხმაურიან საღამოებზე შეხვედრა, თუმცა ერთ დღესაც, როგორც მოგვიანებით კრისტინამ გაიხსენა "დასაშვებ ზღვარს" გადასცდნენ. მათი ურთიერთობა მალე დამთავრდა.თავქარიანი 18 წლის კრისტინა MTV -ის დაჯილდოების ცერემონიალზე სხვას გაეკიდა და პიტი მიატოვა.


image


imageimage
5)ჯილ შოლენი-მსახიობი, რომელმაც 80-იანი წლების ბოლოს საშინელებათა ფილმებით გაითქვა სახელი.წყვილს სერიოზულად შეუყვარდათ ერთმანეთი, საქმე ნიშნობამდეც მივიდა და ქორწილიც იყო დაგეგმილი მაგრამ, ბუდაპეშტში მორიგი ფილმის გადაღების დროს ჯილმა ბრედს დაურეკა და უთხრა, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრებულია.თუ რატომ თქვა უარი ჯილმა დღესაც უცნობია.

image


image

image



6)ჯულეტ ლუისი-წყვილმა ერთმანეთი გაიცნო "ახალგაზრდა სიკვდილისთვის?" გადაღების დროს და რომანიც მაშინვე დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯულეტი იმ დროს მხოლოდ 17 წლის იყო.

მათი ურთიერთობა ოთხი წელიწადი გაგრძელდა, იმ დროისთვის ორივე უკვე სუპარვარკვლავად გადაიქცნენ.მათი უკანასკნელად ერთად ითამაშეს ფილმში "კალიფორნია".ლუისი მოგვიანებით იხსენებს პიტთან გატარებულ 4 წელიწადს და მას "შესანიშნავ მამაკაცს" უწოდებს.


image


image


image



7) გვინეტ პელტროუ-მსახიობს პიტი ფილმი "შვიდი"-ს გადაღების დროს ყურებამდე შეუყვარდა, თუმცა ამ ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ პელტროუს მშობლები, მათ არ მოსწონდათ სასიძოს პროვინციული მანერები.პელტროუ შეეცადა პიტის ხელახალ აღზრდას.ბოლობოლო დაინიშნა ქორწილიც, თუმცა ერთ დღესაც 3 წლიანი ურთიერთობა დამთავრდა.ქორწილის ჩაშლის ინიციატორად ტაბლოიდები პელტროუს ასახელებდნენ.


image



image


image


8)ჯენიფერ ენისტონი-წყვილმა ერთმანეთი 1998 წელს გაიცნო, ხოლო 2 წლის შემდეგ დაქორწინდნენ კიდეც.ქორწილი მალიბუში გაიმართა, 200 სტუმრიანი სუფრა 1 მილიონი$ დაჯდა.

2005 წლის იანვარში მეუღლეებმა აღიარეს, რომ ნელ-ნელა დაშორდნენ ერთმანეთს, ორი თვის შემდეგ ჯენიფერმა გაყრაზე შეიტანა საბუთები.თუმცა მანამდე უკვე დადიოდა ხმები, რომ პრეტ პიტს ანჯელინა ჯოლისთან ჰქონდა გაბმული რომანი, რომელიც მისი პარტნიორი იყო ფილმში "მისტერ და მისის სმიტები"(2004).

image


image


image


9) ანჯელინა ჯოლი-მართლაც მსახიობების ურთიერთობა დაიწყო ფილმიდან "მისტერ და მისის სმიტები", ხოლო მოგვიანებით ანჯელინამ აღიარა, რომ ფეხმძიმედ არის პიტისგან.2006 წლის 27 მაისს წყვილს შეეძინა ქალიშვილი.ამის გარდა პიტმა თავის გვარი მისცა ჯოლის ორ აყვანილ ბავშვს . წყვილმა 2008 წელს იშვილა ვიეტნამელი ბავშვი, ხოლო 2008 წელს წყვილს შეეძინა ტყუპები.ამრიგად ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილი 6 შვილის მშობლები იყვნენ.


2016 წლის სექტემბერში დაიწყო მათი გაყრის პროცესი.მიზეზი "შეურიგებელი უთანხმოებები" ბავშვების აღზრდის საკითხში.

image


image


image


10)მარიონ კოტიარი-ფრანგ მსახიობთან რომანის შესახებ დასავლური პრესა ამ ზაფხულს ალაპარაკდა, როდესაც პიტმა და კოტიარმა ჯაშუშურ ტრილერში "მოკავშირეები"ერთად ითამაშეს საყვარლების როლი. ჟურნალი People-ე წერდა, რომ პიტი და კოტიარი ძალზე დაახლოვდნენ გადაღებების დროს, ისინი ბევრ დროს ატარებდნენ ერთად გადასაღები მოედნის გარეთ.


თუმცა კოტიარი კატეგორიულად უარყოფს მათ გარშემო ატეხილ ჭორებს:"დავიწყოთ იმით, რომ მრავალი წლის წინ შევხვდი ჩემი ოცნების მამაკაცს,
ჩვენი ვაჟიშვილის და მომავალი მეორე შვილის მამას. ის ჩემი სიყვარული,
საუკეთესო მეგობარი და ერთადერთი ადამიანია, რომელიც მჭირდება. რაც შეეხება
მედიას და იმ ნეგატიურ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან დაუყოვნებლივ
განგსაჯონ, გულით გისურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.
და ბოლოს, მთელი გულით ვუსურვებ ანჯელინას და ბრედს, რომელთაც ორივეს უდიდეს პატივს ვცემ, მოიპოვონ სიმშვიდე ამ ხმაურიან სიტუაციაში. სიყვარულით, მარიონი" - წერს მსახიობი საკუთარ "ინსტაგრამზე".


თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, კოტიარი მეორე ბავშვზე მეუღლისგან კია არა, ბრედ პიტისგან არის ფეხმძიმედო.


image


image


image

0
1085
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1085
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0