x
image
გვანცა1234
,,უცებ მესმის ხმა: ისინი ჯობია მამაო, ეს ძველი კოლექციაა, ამას არ ჩაიცმევენ'' - რას შეესწრო დუსელდორფის ერთ-ერთ მაღაზიაში თეა ადეიშვილი

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი დაიბადა 1974 წლის 22 იანვარს. ის უკვე რამდენიმე წელია, რაც ტელევიზია “რუსთავის2''-ის გადაცემების - „კურიერ P. S.-ის“ ძალზედ წარმატებული ჟურნალისტია. თეა ადეიშვილს ორი შვილი ჰყავს - უფროსი ქალიშვილი - ნიტა არდიშვილი და ვაჟი - ზოსიმე. ის სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.
ცოტა ხნის წინ თეამ “Facebook'' გვერდზე პოსტი გააზიარა, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია ქართველი მამაოების შესახებ, რომლებიც საქართველოში რომის პაპის ჩამოსვლას აპროტესტებენ. პოსტში ეწერა: “ვატიკანის საელჩოსთან სასულიერო პირები მრევლთან ერთად საქართველოში რომის პაპის ვიზიტს აპროტესტებენ. ისინი პროტესტს ლოცვით გამოხატავენ
"მართლმადიდრბელ მშობელთა კავშირის" განცხადებაში პაპი ერეტიკოსად და "მამათმავლობის მფარველად" არის მოხსენიებული''.

imageსწორედ ამ პოსტს დაურთო ჟურნალისტმა ერთი ამბავი და გაიხსენა, თუ რა მოხდა ერთხელ დუსელდორფის ერთ-ერთ მაღაზიაში. სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: “ამ სამარცხვინო სიბნელეზე გამახსენდა: დუსელდორფში ვარ, COS-ის მაღაზიაშიში შევედი და სადაც სეილი იყო იმ დარბაზისკენ გავწიე, უცებ მესმის ხმა: ისინი ჯობია მამაო, ეს ძველი კოლექციაა, ამას არ ჩაიცმევენ... ქართველების ჯგუფი იყო და მამაო ანაფორაში... ურჩევდნენ გულმოდგინედ, ახალი კოლექციის დარბაზში ერთმა ქალმა მიცნო და დაუძახა მამაოსაც, დიდად არ ესიამოვნა... მაშინვე დამიწყო ახსნა, თბილისიდან წამოვიყვანე მრევლი, ჩვენო პილიგრიმები ვართო, წმინდა ადგილები მოვილოცეთ გერმანიაშიო... რათქმაუნა არც მიკითხავს ლუთერანულ სიიწმინდეებსაც აღიარებთთქო? მერე ერთი ქალი გამაცნეს, როცა პატრიარქი გერმანიაში მკურნალობს ამისგან ვიგებთ მის აბებსო...უბრალოდ მოგიყევით... დასკვნის გამოტანა არ გაგიჭირდებათ...'' - წერს ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.image

0
1778
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1778
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0