სიახლეები იტალიელმა "ფრანკენშტეინმა" წარმატებით ჩაატარა თავის გადანერგვის საცდელი ოპერაცია 2016, 23 სექტემბერი, 8:58 იტალიელმა ქირურგმა სერჯიო კანავერომ, რომელიც აპირებს რუს ვალერი სპირიდონოვს თავის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთოს, წარმატებით ჩაატარა საცდელი ოპერაცია ძაღლზე.
''როგორც ამას წინათ ვიუწყებოდით, იტალიელმა ''ფრანკენშტეინმა'' სერჯიო კანავერომ გადაწყვიტა რუსი პროგრამისტის ვალერი სპირიდონოვის თავი სხვა, ჯანმრთელი დონორის ტანს მიაკეროს. ოპერაცია 2017 წლისთვისაა დაგეგმილი, მანამდე კი კანავერომ წარმატებით ჩაატარა საცდელი ოპერაციები ძაღლსა და თაგვზე'', - იუწყება საინფორმაციო სააგენტო Gizmodo. აღსანიშნავია, რომ ქირურგს თავი ცხოველებისათვის მთლიანად არ მოუკვეთია. მან მხოლოდ ხერხემალი დააცილა თავს. კანავერომ მოახერხა აღედგინა კავშირი ათასობით ნეირონს შორის, შეიყვანა რა დაზიანებულ ზურგის ტვინში სპეციალური წებო-პოლიეთილენგლიკოლი. ყველაზე შთამბეჭდავი იყო ძაღლზე ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლის მიმდინარეობის დროს ექიმის დამხმარეებმა ცხოველის ზურგის ტვინის 90% გადაჭრეს, ხოლო სამი კვირის შემდეგ ძაღლმა უკვე შეძლო სიარული და კუდის ქიცინი. ვლადიმირელი ვალერი სპირიდონოვი შესაძლებელია გახდეს პირველი ადამიანი მსოფლიოში, ვისაც თავის გადანერგვის ოპერაციას გაუკეთებენ. დიდი რისკის მიუხედავად, ახალგაზრდა კაცი მზადაა ქირურგის სკალპელის ქვეშ დაწვეს, რადგან ის სასიკვდილო დაავადებით-კუნთების ატროფიით იტანჯება. როგორც წინა სტატიაში ავღნიშნეთ, ოპერაციის ჩატარება დაგეგმილია 2017 წლის დეკემბერში. სავარაუდოდ, ის 36 საათს გაგრძელდება. დაწვრილებით ინფორმაციას იტალიელი ქირურგის მიერ დაგეგმილ სენსაციურ ექსპერიმენტალურ ოპერაციაზე გაეცანით შემდეგ სტატიაში: http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/76884 1445 14-ს მოსწონს
|