x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ყველაფერს პატიობდა - ვინ იყო "წითელი არმიის ჯალათი"

image

იგი 15 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა სსრკ-ს თავდაცვის სახალხო კომისარიატს; მან შეძლო და თავიდან აიცილა სასჯელი დიდი ტერორის პერიოდში; აიცილა პასუხისმგებლობა ფინეთთან ბრძოლაში გადატანილი მარცხისთვის. "ჩაუძირავი კლიმენტი" - ასე მოიხსენიებდნენ კლიმენტ ვოროშილოვს მისივე თანამედროვეები.

კლიმენტ ვოროშილოვის მთელი განათლება სკოლის ორი კლასით შემოიფარგლებოდა, შემდეგ მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა, მერე კი რევოლუციურ მოღვაწეობას შეუდგა და ფრონტამდეც მიაღწია. თუმცა გაუნათლებლობას და მანერების დაუხვეწაობას ვოროშილოვისთვის ხელი არაფერში შეუშლია.

ერთხელ, კომისარიატის სხდომაზე ვოროშილოვმა ყური მოკრა გამოთქმას "დინამიური კოეფიციენტი", და მაშინვე სიცილი აუტყდა:"დი-ნა-მი-უ-რი კოეფიციენტი! მიდი და გაიგე! არყის გარეშე ვერაფერს გაარკვევს კაცი."

პოლიტბიუროზე განიხილებოდა წითელი არმიის ხემძღვანელობის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი. კლიმენტ ეფრემოვიჩმა მაშინვე გაუგზავნა წერილი იოსებ ბესარიონის ძეს: "როდის წავალ სასწავლებლად?" სტალინის ლაკონურმა პასუხმაც არ დააყოვნა: "არასოდეს!".
image

ოლეგ სუვენიროვი, საბრძოლო მეცნიერებების აკადემიის აკადემიკოსი, თავის წიგნში "Трагедия РКК", ვოროშილოვს წითელი არმიის ჯალათს უწოდებს. ავტორი ამტკიცებს, რომ კლიმენტ ეფრემოვიჩმა იმქვეყნად გაისტუმრა უამრავი ადამიანი, დაპატიმრების შესახებ ბევრი საბუთი პირადად მარშალის მიერ იყო ხელმოწერილი. მაგალითად, 1937 წლის 28 მაისის სანქციას უჩვეულოდ ემოციური რეზოლუცია დაედო: "ამხანაგ იოჟოვს. აიყვანეთ ყველა გაივერა". იონა იაკირი და იერონიმ უბორევიჩი კლიმენტ ვოროშილოვმა მოსკოვში თათბირზე დაიბარა, თუმცა გზაში ისინი დააკავეს. მარშალი ვასილი ბლიუხერი მიწვეული იქნა შვეულების გასატარებლად ვოროშილოვის აგარაკზე, სოჭში, მაგრამ დასვენება დაპატიმრებით დასრულდა.

რეპრესირებული სამხედრო მეთაურის, იან გამარნიკის ქალიშვილი, ვიქტორია იხსენებდა: "გადასახლებიდან დაბრუნებულს ძალიან დამეხმარა ანასტას ივანის ძე მიკოიანი: ფულით, ბინით, მზრუნველობით. მაგრამ ყველა ასე როდი ეხმარებოდა. კლიმენტ ეფრემოვიჩ ვოროშილოვმა უარი განაცხადა სვეტლანა ტუხაჩევსკაიას მიღებაზე. არ ვიცი რატომ. იქნებ გამბედაობა არ ეყო სვეტლანასთვის თვალებში ჩაეხედა?"

image
კლიმენტ ვიროშილოვი ვიაჩესლავ მოლოტოვთან ერთად ათვალიერებდა ქანდაკებას "მუშა და კოლმეურნე ქალი". უეცრად, დაფიქრებულმა კლიმენტ ეფრემოვიჩმა განაცხადა: "პირველად ვხედავ, მუშას ჩაქუჩი მარცხენა ხელში ეჭიროს". სახალხო კომისრების საბჭოს ხელმძღვანელი შეეცადა დაერწმუნებინა ვოროშილოვი, რომ ქანდაკებაზე გამოსახული მამაკაცი, სავარაუდოდ ცაცია იყო. მაშინ ვოროშილოვი დათანხმდა ამ "ნაკლზე" თვალი დაეხუჭა მხოლოდ იმ პირობით, რომ ვერა მუხინა (ქანდაკების ავტორი) კოლმეურნე ქალის "შესიებულ" თვალის უპეებს გამოასწორებდა.

ამის შემდეგ კი, ვოროშილოვმა და მოლოტოვმა ქანდაკების ყოველი მხრიდან შემოწმება დაიწყეს, რადგან კოლმეურნე ქალის კაბის ნაკეცებს შორის "ჩამალულ" წვეროსან სახეს ეძებდნენ რომელიც, კომისარიატში შესულ ანონიმურ წერილს თუ დავუჯერებთ, "ხალხის მტრის", ტროცკის გამოსახულება უნდა ყიფილიყო.

სტალინი ვოროშილოვს ისეთ ჩავარდნებს პატიობდა, რაც ნებისმიერ სხვას სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. თავდაცვის სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელობისას ვოროშილოვმა ვერ შეძლო ფინეთთან ბრძოლისთვის არმიის მომზადება. დიდი სამამულო ომის დასაწყისში კი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების მთავარმა კომისარმა ვერაფრით შეუშალა ხელი ლენინგრადის ბლოკადას.
image

გეორგი ჟუკოვი წერდა: "ზოგადად ის დილეტანტი იყო სამხედრო სკითხებში." ბორის ბაჟაროვი, სტალინის მდივანიც ამტკიცებდა: "ეს იყო ძალიან უღიმღამო პერსონაჟი, რომელიც ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს მიეწება სტალინს და ყოველთვის მხარს უჭერდა. იყო ყოველთვის დამჯერი და ასრულებდა სტალინის ყველა დავალებას. სტალინის სკვდილის შემდეგაც, გარკვეულ ხანს დეკორაციის მიზნით რჩებოდა თანამდებობაზე."

image
ისტორიკოსი, როი მედვედევი შემდეგ შეჯამებას აკეთებს: "ვოროშილოვში სტალინი აფასებდა პირად ერთგულებას. მიზეზი ის არის, რომ დიქტატორებს ყოველთვის სჭირდებათ დეკორატიული ფიგურები, რომლებიც საკუთარი არარაობით უფრო გამოკვეთენ ბელადის დიად პიროვნებას". ვოროშილოვი მართლაც ერთადერთი იყო, ვისთანაც გენერალური მდივანი "შენობით" საუბრობდა, ზედმეტსახელით, "ვოლოდინით" მიმართავდა და თავადაც ნებას რთავდა მისი პარტიული ზედმეტსახელი, "კობა" დაეძახა; ნებას რთავდა მისივე კაბინეტში მუშტი დაერტყა მაგიდაზე ან სიცილით ჩაბჟირებულიყო.


სმენითი ჰალუცინაციები

ვოროშილოვი მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებოდა უკურნებელი სენით. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, როცა ბოლშევიკი მებრძოლი იყო, ციხეში აღმოჩნდა, სადაც სასტიკად სცემეს და თავის ტრავმა მიიღო. ამის შემდეგ კლიმენტ ეფრემოვიჩი სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა თავის ტკივილებით და ესმოდა სხვადასხვა ხმები: მატარებლის ჩავლა, ძაღლის ყეფა, ადამიანების ყვირილი და ა.შ. მედიკოსებმა ვერაფრი უშველეს. ამ კოშმარისგან თავის ნაწილობრივ დაღწევა ვოროშილოვმა მხოლოდ სპორტით შეძლო - აგარაკზე მარშალი საათობით ვარჯიშობდა.


მრავალშვილიანი მამა

საბედისწერო ოპერაციის წინა დღით მიხაილ ფრუნზემ კლიმენტ ეფრემოვიჩს სთხოვა: თუ იგი დაიღუპებოდა, ვოროშილოვი მონაწილეობას მიიღებდა მისი შვილების აღზრდაში. თუმცა მოხდა ორმაგი ტრაგედია: მარშალის დაღუპვიდან ორი დღის შემდეგ მისმა მეუღლემაც თავი მოიკლა.
image

ამ დროისთვის ვოროშილოვების ოჯახში უკვე იყო სამი აყვანილი ბავშვი: პეტრე, გერტრუდა და ნიკოლაი. მალე მათ ტიმური და ტანია ფრუნზეებიც შეუერთდნენ. როგორც ბავშები იხსენებენ, ვოროშილოვი შვილების საოცრად მოყვარული მამა იყო. გასაკვირი არც არის, რომ ვაჟები მამის კვალს გაჰყვნენ და სამხედრო კარიერა აირჩიეს.

"ასე შენ ომის გამოცხადებასაც შეძლებ!"
image

სტალინის სიკვდილის შემდეგ ვოროშილოვი არჩეული იქნა "საპატიო პრეზიდენტად" - სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. თუმცა კლიმენტ ეფრემოვიჩმა ამ "დეკორატიულ" თანამდებობაზეც დიდხანს ვერ გაძლო. სერგეი ხრუშოვი იხსენებდა შემთხვევას, რომელიც ვოროშილოვის გადადგომას დაედო მიზეზად: "კლიმენტ ეფრემოვიჩი ირანის ელჩას იღებდა. მიღების ბოლოს მოკლე საუბარი იყო დაგეგმილი. ვოროშილოვმა ელჩს მადლობა გადაუხადა და ცოტა გამოცოცხლდა. "რა არის, ამ შაჰს ამდენ ხანს რომ ითმენთ თქვენს ქვეყანაში? - მხარზე ხელი დაუტყაპუნა ელჩს ვოროშილოვმა - ჩვენ ჩვენი მეფე დიდი ხანია გადავაგდეთ და თქვენც არ გაწყენდათ ასე მოქცევა". გაოცებულმა დიპლომატმა რაღაც გაუგებრდ ჩაიბრტყუნა და სასწრაფოდ დაემშვიდობა. მალე საბჭოთა მზვერავებმა ირანის ელჩის მიერ შაჰთან გაგზავნილი შეტყობინება ჩაიგდეს ხელთ. წერილში დიპლომატი სრულიად სერიოზული ტონით აღწერდა ვოროშილოვთან შექმნილ სიტუაციას. ხრუშოვმა სასწრაფოდ გამოიძახა ვოროშილოვი და შემდეგი სიტყვებით შეხვდა: "ასე შენ ომის გამოცხადებასაც შეძლებ!".



1
18919
12-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
18919
  
2018, 31 დეკემბერი, 7:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1