x
მეტი
  • 05.10.2022
  • სტატია:122791
  • ვიდეო:355145
  • სურათი:495073
ვინ უყვარდა თამარ მეფის ვაჟს და რომელი სექტის შეხედულებებს აღიარებდა ლაშა-გიორგი
image

დიდი თამარის ძე ქართველ მეფეებს შორის ერთადერთია, რომლის მეფობის შესახებად უფრო ნაკლებს საუბრობენ, ვიდრე პირად ცხოვრებაზე. მის შესახებ ისტორიკოსებსაც და საზოგადოებასაც არაერთგვაროვანი აზრი აქვს: ბევრი ურწმუნოსა და თავნება უწოდებს, ბევრისთვის კი ერთგულების მაგალითს წარმოადგენს; ბევრი უზნეო დიაცთა მოყვარულად მოიხსენიებს, ბევრი კი პროგრესულ და ახალი, აღორძინების ეპოქისთვის დამახასიათებელი თვისებების მქონე მეფედ მიიჩნევს.


image

ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ლაშა-გიორგის დაბალ ფენებთან საერთო ენის გამონახვის საოცარი ნიჭი ჰქონდა. თავისი დიდი წინაპრის, დავით აღმაშენებლისგან განსხვავებით იგი არ იყო დაუნდობელი და მკაცრი მონარქი. მისთვის უცხო იყო ადამიანის დასჯა - როგორც ამბობენ, მონისათვის მათრახიც კი არ დაურტყამს.



"ლაშა იყო არავისთვის მოშურნე, უხვი, მლოცველი, მმარხველი, განმკითხველი, მოწყალე... ტანითა ძლიერი, მხნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თვითბუნებოვანი... ახოვანი დავითიანი და გორგასლიანი, " - ასე ახასიათებს ჟამთააღმწერელი ლაშა-გიორგის. თუმცა იმასაც დასძენს, რომ ახალგაზრდა მეფე არ ემორჩილებოდა თამარის დროინდელ ვეზირებსა და მრჩეველებს და დროს თავის მოასაკეებთან ერთად ღვინის სმასა და დიაცებთან სიარულში ატარებდა.


image


ჟამთააღმწერლის ამგვარი პოზიცია გასაგებიცაა, რადგან ლაშა არ იყო მორჩილი მართლმადიდებელი ქრისტიანი. მისი მრწამსი ახლოს იდგა ე.წ. რინდებთან, რაც ბევრის აზრით, საქართველოს მეფისთვის მიუღებელი იყო. "რიდები" ერთგვარ სექტას წარმოადგენდნენ და ტრადიციულისგან განსხვავებული თვისების, მრწამსისა და შეხედულების მატარებლები იყვენ. ისინი არ ცნობდნენ ორთოდოქსულ რელიგიებს, არ სწამდათ რელიგიური თვითგვემა და ასკეტიზმი და ღმერთან დაკავშირების საშუალებად ადამინური თავისუფლება მიაჩნდათ. ამ მრწამსის მიმდევარი იყო ცნობილი აღმოსავლელი მედიკოსი და ფილოსოფოსი იბნ-სინა, რომელიც დასავლეთში ავიცენას სახელით არის ცნობილი, ასევე ომარ ხაიამი, ჰაფეზი და სხვ. სხვათა შორის, რინდებს ყარაჩოღელთა წინაპრებად მიიჩნევენ.


image

ერის კიდევ ერთი ფაქტი, რომლის გამოც ლაშა-გიორგის მემატიანენი განსაკუთრებით აკრიტიკებენ. ცნობილია, რომ მას ველისციხელი აზნაურის ცოლი შეუყვარდა. არსებობს მოსაზრება, რომ "ცელისციხელი დიაცი" საერთოდ არ იყო გათხოვილი, თუმცა ეს მეფის "დანაშაულს" მაინც არ ამსუბუქებდა, რადგან საქართველოს მეფისთვის "მდაბიო" წარმოშობის ქალზე დაქორწინება დაუშვებელი იყო. ასეა თუ ისე, მეფემ დიდებულთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად საყვარელი ქალი მაინც წაიყვანა სასახლეში და ფაქტიურ ცოლად დაისვა. ეკლესია კი, ცხადია მათ ჯვარს ვერ დასწრედა. ველისციხელი ქალისგან ლაშა-გიორგის ვაჟი - დავითი შეეძინა (მომავალში მეფე დავით-ულუ).


კლესია და თავადაზნაურობა იმდენად იყო აღშფოთებული ამ ფაქტით, რომ ერთხელაც მეფის სასახლეში არყოფნით ისარგებლეს და ქალი სასახლიდან ძალით წაიყვანეს. ამჯერად მეფემ საყვარელი ქალის დაბრუნება ვეღარ შეძლო. თუმცა სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა და სხვა ცოლი არ შეურთავს...


სწორედ ველისციხელი ქალის "მდაბიო" სისხლის ჩქეფდა ისეთი სახელოვანი მეფეების ძარღვებში, როგორებიც იყვნენ მათი შვილიშვილი, დემეტრე თავდადებული და მოგვიანებით - გიორგი ბრწყინვალე...



ასევე დაგაინტერესებთ:


1. ცეკვა "ქართული" - რა იმალება ყველა ქართველისთვის საყვარელი ცეკვის მიღმაimage


2. 7 პიკანტური ისტორიული ფაქტი, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიანimage


3. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ...image


4. ლენინის საიდუმლო სიყვარული - ქალი რომელიც ბელადის მუზა იყოimage


5. რა ითხოვა სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა და რატომ მოხვდა Pink Floyd-ის კლიპშიimage


6. რატომ მოიკლა თავი სტალინის ცოლმა - სიყვარულის ისტორია, რომელიც დღემდე საიდუმლოაimage


7. საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარულიimage




8
6883
17-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
6883
  
მართლაც რომ ლაშა გიორგი ერთ ერთი განსხვავებული შეხედულების მეფე იყო რომელიც არ განარჩევდა ადამიანებს მათი წოდებებით საკმაოდ კეთილი და სანდო ადამიანი იყო.საკმაოდ თავისუფალი ადამიანი იყო და არ ემორჩილებოდა დიდებულებს ეს იქაც ჩანს როცა განძას შემოვლას უწყებს მათთან შეთახმების გარეშე მაგრამ ვფიქრობ მან მათ გარეშეც საკმაოდ კარგად გაართვა თავი და გაიმარჯვა. მისი ქცევები და დამოკიდებულება მის პირად ცხოვრებას უფრო გაინტერესებს ვიდრე მას ოღონდ მეფის წოდებით.
2019, 8 თებერვალი, 16:16
მე ეხლა გავეცანი ამ სტატიას, ლაშა-გიორგი მართლაც არაერთგვაროვნადაა წარმოდგენილი ისტორიაში და ამის თაობაზე არ ვჩერდები, თუმცა ბოდიშის მოხდით ერთი, ჩემთვის მიუღებელი სიტყვის შესახებ უნდა შევბედო ავტორს ცოტაოდენი.
დავით აღმაშენებელს ეპითეტით "დაუნდობელი" იხსენიებთ - გაცნობებთ, რომ ვერცერთ ისტორიულ, როგორც წერილობით ასევე ზეპირ (თუ თქვენს მსგავსად ვინმემ "ისე" თქვა და მერე სხვამაც აიტაცა) წყაროებში, ვერ ნახავთ დავით აღმაშენებელზე ცნობას, რომ ვინმე სიკდვილით დასაჯა (ომში ანუ ბრძოლისას ვინმეს მოკვდინება ამ შემთხვევაში არ ვრცელდება). ძელზე გასმა სიკვდილს არ ნიშნავდა, რომელსაც ყველაზე ხშირ არგუმენტად მოჰყავთ, რადგან კლდეკარის ერისთავი რამოდენიმეჯერ გასვა ძელზე, როდესაც მისი რომელიმე ციხე გაურჩდებოდა ნამეტანი. ბოლოს და ბოლოს, ეკლესია ასე ხელაღებით არ ანიჭებს წმინდანების სტატუსს, და გიორგი ბრწყინვალემაც განავრცო საქართველო იმავე საზღვრებში, რაც დავითმა, მაგრამ მან წმინდას სტატუსი არ დაიმსახურა, რადგანაც იგი მართლაც დაუნდობელი გახლდათ. ასევეა თამარ მეფეც, არც მის მეფობისას დასჯილა ვინმე სიკვდილით! და ეს არა მარტო იმ ეპოქაში, ეხლაც დაუჯერებელია, არა?
2017, 26 ოქტომბერი, 0:03
მეც ძალიან მიყვარდა წიგნიც და მეფეც...მგონი ჩემი პირველი სიყვარული იყო :დდდ
2017, 26 ოქტომბერი, 0:01
მეც ძალიან მიყვარს, მანჩო. "ლაშარელას" ისტორიკოსები უსაყვედურებენ იმას, რომ ლაშა-გიორგიზე უარყოფითი წარმოდგენა შექმნა ხალხში, მე კი პირიქით, ამ წიგნით შემიყვარდა ეს მეფე.
2017, 25 ოქტომბერი, 23:55
"ლაშარელა"-ჩემი საყვარელი წიგნი იყო მე-5 კლასში წავიკითხე და დიდხანს ჩამრჩა გულში :)
2017, 25 ოქტომბერი, 20:33
საინტერესოა
2017, 25 ოქტომბერი, 13:36
უიი:) სახელოვან მეფეთა ნათესავად ყოფნის შანსი გქონია აბა :))
2017, 25 ოქტომბერი, 13:23
მე გახლავართ გურჯაანის რაიონ სოფელი ველისციხიდან
0 1 8