სხვა იტალიაში ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა ინტერნეტში მისი სექს-ვიდეოს გავრცელების გამო 2016, 17 სექტემბერი, 9:04 იტალიაში დაიწყო გამოძიება 31 წლის ტიციანა კანტონეს(Tiziana Cantone) თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო.
ნეაპოლელმა ტიციანა კანტონემ თავის მეგობარს სთხოვა მისთვის გადაეღო სექსუალური ხასიათის ვიდეო, იმისთვის, რომ ყოფილ შეყვარებულისთვის გაეგზავნა და მასში ეჭვიანობა გამოეწვია.ახალგაზრდა ქალმა ამ გადაწყვეტილების შესახებ კიდევ რამდენიმე მეგობარს გაუმხილა...ერთ-ერთმა კი აიღო ეს ვიდეო და ინტერნეტში გაავრცელა. ვიდეო მალე ძალზე პოპულარული გახდა, შეიქმნა მასზე პაროდიები, ხოლო ტიციანა მთელი წლის განმავლობაში საყოველთაო დაცინვის საგანი გახდა. ტიციანამ ვერ გაუძლო ამდენ დაცინვას და შეურაცხყოფას საზოგადოებისგან, მიატოვა სამსახური, სახელიც კი შეიცვალა და სხვა ქალქში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ უშედეგოდ.თავის მოკვლაც სცადა, თუმცა გადაარჩინეს. მისი სიტყვები ვიდეოდან "გადაიღე? ყოჩაღ!" პოპულარული მემი გახდა ინტერნეტში, ამ სიტყვებს ათავსებდნენ მაისურებზე, სმარტფონის ბუდეებზე და სხვა აქსესუარებზე. ტიციანამ მოიგო სასამართლო, რის შემდეგაც ჩანაწერი უნდა გამქრალიყო მრავალრიცხოვანი საიტებიდან და ძებნის სისტემიდან, მათ შორის "ფეისბუქიდანაც". თუმცა ქალს მოსთხოვეს სასამართლო ხარჯების დაფარვა, რომლის რაოდენობაც 22, 5 ათასი დოლარი შეადგინა.გადაწყვეტილება, რომელსაც ადგილობრივმა პრესამ "გადამწყვეტი დამცირება" უწოდა. ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა მაინც განახორციელა სუიციდი, რამაც საფუძველი დაუდო სამართალადამცავების მხრიდან სრულფასოვან გამოძიებას.დაკავებულია უკვე რამდენიმე ეჭვმიტანილიც. "ბევრი ადამიანი ვერ ხვდება თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს სოციალური ქსელის გამოყენება.ეს არის სამყარო საზღვრების გარეშე, სადაც ჩვენი კომენტარები, გამოსახულებები რჩება სამუდამოდ და მათი გავრცელება, გაკონტროლება ძალზე რთულია"–აღნიშნა ინფორმაციის დაცვის სამმართველოს პრეზიდენტმა ანტონელო სერომ. 313 5-ს მოსწონს 1-ს არა
|