სხვა 5 ტყუპისცალი უკრაინიდან ფოტოსესიაზე მიიწვიეს 2016, 13 სექტემბერი, 14:16 ტყუპებთან ერთად ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღეს დედა ოქსანამ, მამა სერგეიმ და უფროსმა დამ ალისამ.
საშა, დაშა, დავითი, დენისი და ვლადი, -5 ტყუპი, რომელიც ივლისის ბოლოს გააჩინა ოდესელმა ახალგაზრდა ქალმა სულ ახლახან გამოწერეს საავადმყოფოდან. ადგილობრივმა პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა გადაწყვიტეს მრავალშვილიანი ოჯახისთვის საჩუქარი გაეკეთებინათ და შესთავაზეს ტყუპების ფოტოსესია. ფოტოების შემქმნაზე მთელი გუნდი მუშაობდა. -მთელი თვე სამზადისი, 7 საათი გადაღება ეკადრისთვის, რომელიც მთელს მსოფლის გულს აუჩუყებს-აღნიშნა ფოტოგრაფმა ტატიანა მორენკომ. შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს ოდესაში დაბადებულ 5 ტყუპს ექიმებმა უნიკალური შემთხვევა უწოდეს, როგორც ოდესისთვის, ისე მთელი უკრაინისთვის.მერიამ ოჯახს სამოთახიანი ბინა გადასცა საჩუქრად. 487 7-ს მოსწონს 1-ს არა
|