x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური შემთხვევა კანადაში

image


ეს უჩვეულო ამბავი ქ. ვიქტორიაში მოხდა. განრისხებული დედა კატა თავს დაესხა, მის გვერდით ჩავლილ, 7 პიდბულს და მათ პატრონს.
თავდასხმის შედეგად, ძაღლებს ღრმა ნაკაწრები და ნაკბენები ჰქონდათ, ხოლო მათი პატრონი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
როგორც აღმოჩნდა, კატა უპატრონო არ ყოფილა. პატრონი არანაირად არ ელოდა, მისი საყვარელი ფისუნიასგან, ამგვარი აგრესიის გამოვლენას. ქალმა განაცხადა, რომ თავდასხმა იმიტომ მოხდა, რომ ძაღლები ძალიან ახლოს მივიდნენ კატასთან, რომელიც თავის კნუტთან ერთად, სასეირნოდ იყო გამოსული. მისი თქმით, კატამ საფრთხე იგრძნო და ამიტომ დაესხა თავს ძაღლებს.
საინტერესო ის არის, რომ თავიდან, ძაღლებს კატისადმი არანაირი ინტერესი არ გამოუჩენით და ჩხუბის დროს, ისინი, უფრო მეტად, თავს იცავდნენ, ვიდრე ესხმოდნენ. კატამაც მიიღო რამდენიმე ნაკაწრი, მაგრამ სერიოზულად არ დაშავებულა, რასაც ვერ ვიტყვით პიტბულებზე.

საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა. კატის პატრონმა ძაღლების პატრონს, მკურნალობის ხრჯი – 222 დოლარი აუნაზღაურა.

1
476
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
476
  
2016, 14 სექტემბერი, 21:43
ძაღლები იყვნენ თუ ბაჭიები?
0 1 1