პროფილაქტიკა ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში (2 რეცეპტი). სუფთა ღვიძლი – კარგი ჯანმრთელობის უტყუარი გარანტი არის 2016, 16 სექტემბერი, 16:13 ყველასთვის ცნობილია იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის 90% იმაზე არის დამოკიდებული, თუ რითი ვსუნთქავთ, რას ვსვამთ და რითი ვიკვებებით. ვთქვათ, ის თუ რას ვსვამთ და რას მივირთმევთ, ჩვენზე არის დამოკიდებული, მაგრამ რა ვუყოთ გლობალურ ეკოლოგიურ მდგომარეობას? ჰაერის სისუფთავის დაცვა ჩვენს ძალებს აღემატება და იმას, რაც ყოველი ჩასუნთქვის დროს ხვდება ჩვენს ორგანიზმში, ვერ გავაკონტროლებთ. ამდენად, როგორც არ უნდა ვეცადოთ თავის დაცვას, მავნებელი ნივთიერებები, ტოქსინების სახით, მაინც ხვდება ჩვენს ორგანიზმში. ამ ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისგან, ჩვენს ორგანიზმს ღვიძლი იცავს – ის სისხლს ასუფთავებს მავნე მინარევებისგან და ყველაზე მეტად, სწორედ ეს ორგანო ბინძურდება. ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მძიმე ორგანოა, მისი წონა, ზრდასრული ადამიანის წონის 2, 5% შეადგენს, რაც საშუალოდ, 1, 5 კილოგრამის ტოლია. ეს ორგანო ჩენს ორგანიზმში 500-ზე მეტ ფუნქციას ასრულებს. ღვიძლის მილიონობით უჯრედი გამუდმებით ამუშავებს სისხლს, რათა მისი სწორი ქიმიური შემადგენლობა უზრუნველყოს. ღვიძლის ფუნქციების დიდი ნაწილი საჭმლის მონელებას უკავშირდება. საკვებით გამდიდრებულ სისხლს ღვიძლი პირდაპირ წვრილი ნაწლავიდან იღებს, სადაც შემადგენლობას აწესრიგებს, სანამ გასუფთავებული სისხლი ჩვეულებრივ შევა მიმოქცევის სისტემაში. მასში ხდება ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გარდაქმნა, შხამიანი ნივთიერებათა გაუვნებელყოა, რიგი ფერმენტებისა და სხვა ნივთიერებათა, მათ შორის ნაღვლის წარმოქმნა. იგი ასევე ინახავს ვიტამინებსა და რკინას (ვიკიპედია). მისი მრავალი ფუნქციიდან, მხოლოდ ორი: სისხლის გაფილტვრა და ნაღვლის გამომუშავება რომ გამოვყოთ, უკვე საკმარისი იქნება იმის გასაცნობიერებლად, თუ რას ნიშნავს ღვიძლი ადამიანისთვის და საჭიროა, თუ არა მასზე ზრუნვა – მავნე ნივთიერებებისგან მისი გაწმენდა. ღვიძლის გაწმენდის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. აქ წარმოდგენილია ორი მათგანი, რომელიც ყველაზე მარტივი და ამავდროულად, ეფექტურიც არის.
რეცეპტი №1. თუ ქვემოთ აღწერილ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, ერთი კვირის შემდეგ, თავს უკეთესად იგრძნობთ, ხოლო სრული ეფექტი - ერთი თვის შემდეგ მიიღწევა. მიუხედავად ამისა, ეს ნაზავი, შეგიძლიათ, მუდმივად მიიღოთ. ეს ნაზავი აძლიერებს ღვიძლში ნაღვლის გამოყოფას. დიდი რაოდენობით ნაღველი კი, წმენს ღვიძლის ყველა სადენს, გამოყავს ორგანოდან მავნე ნივთიერებები. აღნიშნული პროცედურა 3 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, პროფილაქტიკის მიზნით. კარგი იქნება, თუ ამ სახის I პროფილაქტიკური წმენდის ნაცვლად, 1 თვის მანძილზე, პირველი რეცეპტის მიხედვით ჩაიტარებთ ღვიძლის სრულ წმენდას, ხოლო 3 თვის შემდეგ, II რეცეპტით გააგრძელებთ ღვიძლზე ზრუნვას.
P.S. ღვიძლის გაწმენდა მათთვის, ვისაც ნაღვლის ბუშტში ქვები აქვს, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არის რეკომენდირებული. 6887 5-ს მოსწონს
|