სხვა საიდან წარმოიშვა მსოფლიოს ნაწილების სახელები? 2016, 9 სექტემბერი, 19:54 ევროპის, აზიის და აფრიკის სახელწოდებების ეთიმოლოგია გაურკვეველია. წარმოგიდგენთ მხოლოდ ერთ-ერთ ვერსიას. ევროპა. ფინიკიელი პრინცესის სახელია, რომელიც მოიტაცა ზევსმა და კრიტზე წაიყვანა. აზია. მცირე აზიაში მდებარეობდა რეგიონი ასსუვა. ბერძნების ენაზე " ასსუვა " გარდაიქმნა "ასია"-დ. აფრიკა. კართაგენის (ახლანდელი ტუნისის ტერიტორია) მიდამოში მცხოვრები ტომის აფრო-ს სახელწოდების მიხედვით. ამერიკა. 1507 წლის რუკაზე ახალი სამყარო აღნიშნული იყო როგორც ამერიკა -ამერიგო ვესპუჩის სახელის მიხედვით, რომელმაც პირველად ივარაუდა, რომ ეს ცალკე კონინენტი იყო. ავსტრალია. ლათინურიდან გადათარგმნილი – "სამხრეთი" ( მიწა). ანტარქტიდა. ბერძნული სიტყვა "არკტოს" ნიშნავს "ჩრდილოეთი". ანტარქტიდა – "ჩრდილოეთის საპირისპირო". 303 12-ს მოსწონს
|