საზოგადოება გაიხსენეთ ბნელ-ტკბილი 90ანები. ეს სტატია თქვენს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში გამოგზაურებთ! 2016, 9 სექტემბერი, 3:02 ო, რა მწარე იყო პურის რიგში დგომა. ვინ მოთვლის რამდენჯერ ვმდგარვართ დაუსრულებელ რიგში, პურის ტალონებით ხელში და მაინც არ შეგვხვედრია პური. რამდენჯერ გაგვითბია ხელები “კერასინკასთან'', რამდენჯერ გვტკენია თვალები სანთლის ან ლამფის შუქზე კითხვით და წერით მხოლოდ იმიტომ, რომ შუქი ძალიან იშვიათად მოდიოდა და თუ მოდიოდა, ხმამაღალი შეძახილების, ტაშის, სტვენის და სხვა სახის აღნიშვნების შემდეგ, მალე (მაქს. 1 საათში) ისევ მიდიოდა. რამდენჯერ გვიტირია კასანდრას ყურებისას, რომელსაც ჩვენ გარდა ყველა უყურებდა, უყურებდა ერთად, ერთი ტელევიზორის წინ, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ტელევიზორის პატრონს ჰქონდა “დვიჟოკი''. რამდენი მეგობრობის დღიური გაგვიკეთებია და შეგვივსია. ეს და კიდევ ბევრი “რამდენი'' რამ, რაც 90-ან წლებს გვახსენებს. და თუ ის ყველაფერი რაც შენ ახლა წაიკითხე მართლაც გგვრის ნოსტალგიას და თვალწინ გიდგება შენი ტკბილი ბავშვობა და ახალგაზრდობა, ეს ნიშნავს, რომ შენც ჩემსავით ბნელი, მაგრამ ძააალიან ტკბილი 90-ანების შვილი ხარ. ![]() ახლა კი, ჩართეთ ამ სიმღერებიდან რომელიმე და თვალი გადაავლეთ სურათებს, რომლებიც გამოგზაურებენ ტკბილ წლებში და 20-25 წლით უკან დაგაბრუნებენ. 1) ეს ნივთი ალბათ ყველამ იცანით, თუმცა მათთვის ვინც 90-ანებს არ მოსწრებია გეტყვით, რომ ეს არც მეტი არც ნაკლები - სარეცხის მანქანაა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 721 10-ს მოსწონს 2-ს არა
|